“სიონის” პირველი გამარჯვება და დებიუტანტის ტრიუმფი

ბოლნისის “სიონმა” ნავსი მეხუტე ტურში გატეხა. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, “სიონმა” ზუგდიდს” უმასპინძა და დამაჯერებლად – 4:1 მოუგო.

სანაკრებო პაუზა “სიონმა” სათავისოდ გამოიყენა და ფორმაში მოსასვლელად დიდი სამუშაო გაწია. ოთხი ტურისგან განსხვავებით, დღეს, გულშემატკივარმა მოედანზე სულ სხვა სულისკვეთების გუნდი იხილა.
“სიონმა” უპირატესობა პირველივე წუთზე მოიპოვა და მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა, რაც ტაბლოზე აისახე. მასპინძებს მატჩის დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. ხურცილავამ მარჯვენა ფრთაზე კარგად ითამაშა, საჯარიმოში ჩაწოდა, სუშკინი თავით გზავნიდა ბურთს, მაგრამ მეკარემ ზუსტად ითამაშა. ახალგაზრდა ლეგონერის, ვეაჩესლავ სუშკინის დებიუტი დღეს შედგა, მის ანგარიშზე უკვე, ერთი საგოლე და ერთი გოლია.
მალევე თოთაძეს ქონდა შანსი. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე თავით ითამაშა, მაგრამ ამჯერადაც სტუმართა მეკარე უშეცდომო იყო.
დაჩი ფოფხაძემ შეტევაში ბურთი დაკარგა, თანაგუნდელებმა მარტო დარჩენილი ერმაჩენკო გაიყვანეს კარგ პოზიციაზე, თუმცა ფოფხაძემ მოასწრო ჩარბენა და მისთვის ხელის შეშლა. მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს თოთაძემ ითამაშა კარგად, მან კობახიძე მოძებნა, თუმცა იგი საჯარიმო ხაზთან წესების დარღვევით შეაჩერეს. ბოლნისლებმა სტანდარტულიდა ვერ იხეირეს. არმაზ ჯელაძის შეგირდები ბევრ საგოლე მომენტს ქმნიდნენ, ხოლო მისი რეალიზება 30–ე წუთზე შეძლეს. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ძარიამ ითამასა ზუსტად – 1:0.
ტაიმის მიწურულს ბოლნისელების ზეწოლა უფროდაუფრო გამწვავდა. მორიგ გოლს ამწიფებდნენ, შედეგმაც არ დააყოვნა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სუშკინმა ზუგდიდელებს გოლი გასახდელში გააყოლა. სტუმართა საჯარიმოშ ვოლკოვმა ითამაშა კარგად, ჯანელიძესთან გაითამაშა, ამ უკანასკნელმა სუშკინი მოძებნა, რომელმაც ზუსტად ითამაშა და ბოლნისელები შესვენებაზე კონფორტული ანგარიშით გაიყვანა.
მეორე ტაიმი “სიონმა” კვლავ პირვე ნომრად დაიწყო და თავისი თამაში მეტოქეს თავს შემოახვია.
59–ე წუთზე ანგარიში სამამდე კობახიძემ გაზარდა. მარცხენა ფლანზგე გაფრინდაშვილმა იაქტიურა, გაითამაშა სუშენკოსთან, რომელმაც კობახიძე მოძებნა. კობახიძეს ორი მცველი ეთამაშებოდა, მაგრამ მან მაინც შეძლო კარისკენ მობრუნება და ბურთის ძლიერად გადაგზავნა. ლიტოვჩენკო უშანსოდ დატოვა – 3:0.
ამის შემდეგ “სიონის” სამწვრთნელო შტაბმა ცვლილებებს მიმართა, მოედნიდან თავდამსხმელი სუშენკო გაიყვანა და საყრდენი ნახევარმცველი სანტოს ფერნანდესი შემოიყვანა. გუნდის ტაქტიკურად გადაწყობის პროცესში, სტუმრებმა ისარგებლეს და ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს. გაშვებული გოლის მიუხედავად, ბოლნისელებმა უპირატესობა მალევე იგდეს ხელთ. გაფრინდაშვილი მახვილი კუთხიდან კარის ზდა კუთხეში გზავნიდა, მაგრამ ზუგდიდელთა უკრაინელმა მეკარემ ნახტომში მოასწრო ბურთისთვის ხელის წაკვრა და გუნდი გაშებულ გოლს გადაარჩინა, თუმცა ცოტახნით. შეხვედრის ბოლო წუთზე, გაფრინდაშვილმა ჯანელიძესთან გაითამაშა, ზუგდიდელთა დაცვამკი იგი წესების დარღვევით შეაჩერეს. შეხვედრის მთვარმა არბიტრმა 11–მეტრიანი დანიშნა, რომელიც თვითინ შეასრულა – 4:1.
ამ გამარჯვებით “სიონმა”, წითელ ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა. მორიგ შეხვედრას, 17 სექტემბერს, სტუმრად, ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”
სიონი – ზუგდიდი 4:1 (2:0)

სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე (კაპ), კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, ხურცილავა (გიორბელიძე 67′), ძარია, ჯანელიძე, ვოლკოვი (კალონასი 88′), კობახიძე, სუშკინი (სანტოს ფერნანდესი 71′);
სათადარიგო: მერლანი, უგულავა, ვასაძე, სვანიძე;
მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აქუბარდია, აფაქიძე (კაპ), ბამბა განონი, აბდულ აზიზი, ტყემალაძე, ბეჭვაია, კაპაროს (ნარმანია 30′) რუიზი, ერმაჩენკო (ჯავაშვილი 46′), წურწუმია, სამუშია (მაჩაიძე 58′);
სათადარიგო: ზარქუა, სიხარულია, იოსელიანი;
მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ლუტი
მთავარი არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი
გოლი: 1:0 ძარია (30). 2:0 სუშკინი (45+2), 3:0 კობახიძე (59), 3:1 ნარმანია (75).
გაფრთხილება: ბამბა 67′ ნარმანია 73′ (ორივე ზუგდიდი)

Developed byMaker Ltd.