“სიონმა” პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი ეტაპი, ბოლნისის “სიონმა” წარმატებით განვლო. დღეს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ხონის “იმერეთმა” ბოლნისურ კლუბს უმასპინძლა და ანგარიშით – 1:2 დამარცხდა. ახალი მოდელის მიხედვით კი, მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელი, ერთ რაუნდიან დაპირისპირებაში გამოვლინდა. ამრიგად, თასისთვის ბრძიოლას არმაზ ჯელაძის გუნდი განაგრძობს.
შეხვედრაში პრევლი გოლი მე–7 წუთზე გავიდა. სტანდარტულიდან ჩაწოდებულ ბურთზე კობახიძემ ზუსტად ითამაშა – 0:1.
პირველი ტაიმის მიწურულს კი, მასპინძლებმა საკუთარ საჯარიმოში უხეშად ითამაშეს, რის გამოც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა 11–მეტრიანი დანიშნა, რომელიც ძარიამ ზუსტად შეასრულა – 0:2.
78–ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში ერთამდე შეამცირეს. სტუმართა საჯარიომოს სიახლოვეს, ჯარიმა გამოიმუშავეს, რომელიც ქუცურუამ პირდაპირ ილუშენკოვის კარში გადაგზავნა. უკრაინელმა მეკარემ კი, ბოლნისელთა კარის გადარჩენა ვერ შეძლო. ბევრი მცდელობის მიუხედავად, შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა. 1/8 ფინალურ შეხვედრაში ვინ იქნება “სიონის” მეტოქე, წილისყრაზე გაირკვევა.

ქუთაისი. “რამაზ შენგელია”
იმერეთი – სიონი 1:2 (0:2)
სიონი: ილუშენკოვი, ხურცილავა, კასრაძე, სვანიძე (კაპ), გიორბელიძე, ძარია (უგულავ 66′), ჯანელიძე (ლობჯანიძე 60′), სანტოს ფერნანდესი, გაფრინდაშვილი, სიხარულიძე, კობახიძე (ფოფხაძე 54′).
სატადარიგო: ნანიევი, აბასალი, ვასაძე, თოთაძე.
მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

იმერეთი: მეძველია, ხუჭუა, ტიტვინიძე (ტაკიძე 53′), კილაძე, ხარაბაძე,კოშკაძე (კაპ), კოსტიუკი (ქათამაძე 63′), ქუცურუა, როსტიაშვილი, ჩაფიძე, მათიშავილი (ბარბაქაძე 31′)
სათადარიგო: მოსიძე, კილაძე ჯ. მარონგი, გორგილაძე.
მთ. მწვრთნელი: ხვიჩა ქასრაშვილი
გოლები: 0:1 კობახიძე 7′, 0:2 ძარია 45+4′ (პენ), 1:2 ქუცურუა 78′
გაფრთხილება: მათიაშვილი (29), კობახიძე (23), კასრაძე (76)
გაძევება: ჩაფიძე (39)

Developed byMaker Ltd.