კლუბი

აღწერა

კლუბის შექმნის ისტორია – აწმყო და მომავალი

საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან სამხრეთით 60 კილომეტრის დაშორებით მდებარე პატარა ქალაქი ბოლნისი (1818 წლიდან ეკატერინფელდი, 1921 წლიდან_ლუქსემბურგი, 1941_დან ბოლნისი) მდიდარი საფეხბურთო ტრადიციებით გამოირჩევა. საკმარისია ითქვას, რომ ბოლნისის საფეხბურთო გუნდი ,,მადნეული” 1986 წელს საქართველოს თასის მფლობელი

კლუბის ისტორია

გახდა, მას არაერთგზის გამოუჩენია თავი სხვადასხვა ტურნირებში. რაიონში აღიზარდნენ და დაოსტატდნენ ქვეყნის ცნობილი ფეხბურთელები: ფირუზ რეხვიაშვილი, თეიმურაზ სტეფანია, მიხეილ ყაველაშვილი, ბადრი და ბესიკ უგულავები, ჯონი ჯაგიდისი და სხვები. საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის პირველ წლებში ბოლნისის საფეხბურთო კლუბმა ,,სიონმა”, რომელიც იქვე მდებარე ტაძრის სახელწოდებიდან გამომდინარეობს, თავდაპირველად, პირველი ანუ B ჯგუფის ასპარეზობებში გაითქვა სახელი. აღსანიშნავია ითქვას, რომ პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

2002_2003 საფეხბურთო სეზონში ,,სიონმა” სერიოზულ წარმატებას მიაღწია, როცა საქართველოს თასის ფინალისტის რანგში პირველად თავის ისტორიაში, უეფას თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ,,ნათლობა” უიღბლო გამოდგა: საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში სლოვაკეთის ,,ინტერმა” (ქ. პუხოვო) ბოლნისელები ადვილად დაჯაბნა.

მომდევნო 2003_2004 წლების სეზონში ,,სიონმა”დამაჯერებლად იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონატში პირველი_მეორე ადგილები გაიყო თბილისის ,,ვიტ ჯორჯიასთან” ერთად. ჩემპიონის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი, ე.წ. ,,ოქროს” მატჩი, რომელშიც დედაქალაქელებმა ანგარიშით 2:0 იმძლავრეს, მატჩი ნერვიულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა და გულშემატკივართა შორის მომხდარი ინციდენტებით აღინიშნა. ამის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უპრეცედენტო დაგაწყვეტილება მიიღო _ ,,სიონს” ქულები დააკლო და საბოლოო ჯამში გუნდმა ჩემპიონატი მხოლოდ მეექვსე პოზიციაში დაასრულა. გარდა იმისა, რომ გუნდის წამყვანი ფეხბურთელები ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ, ნერვიულმა ატმოსფერომ სხვებზეც დამრთგუნველად იმოქმედა და მოხდა ისე, რომ 2004-2005 წლების ჩემპიონატს ,,სიონი” აშკარად მოუმზადებელი და დემორალიზებული შეხვდა. შედეგმაც არ დააყოვნა: პირველი წრე ,,სიონმა” ათგუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა და უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დადგა.

მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ მას შემდეგ, გახდა შესაძლებელი, რაც ბოლნისის გამგებლად ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი გიორგი არევაძე დაინიშნა. მან სწორად გათვალა, რომ მოსახლეობის მძიმე სოციალური ფონის დასაძლევად მორალური გამხნევებაა საჭირო, ასეთ ,,წამლად” არევაძემ ფეხბურთის თანადგომა მიიჩნია.

,,სიონის” სპონსორებთან, პირველ რიგში, სააქციო საზოგადოება ,,მადნეულის” მესვეურებთან მიზანმიმართული და მჭიდრო კონტაქტების დამყარების, საკლუბო სტრუქტურის ძირფესვიანი რეკონსტრუქციის, მარკეტინგის გაუმჯობესების შედეგად დაღმასვლა შეჩერებული იქნა, რამაც ასახა გუნდის სატურნირო მდგომარეობაზეც ჰპოვა. საბოლოო ჯამში ,,სიონმა” VII ადგილი დაიკავა და ამით უმაღლეს ლიგაში დამკვიდრება შეძლო.

ახალი, 2005-2006 საფეხბურთო საზონი ,,სიონმა” ახალი მწვრთნელით ხვიჩა ქასრაშვილით და ძირფესვიანად განახლებული გუნდით დაიწყო. პირველი წრე რომ დასრულდა, გუნდი 35 ქულით მხოლოდ ერთით ჩამორჩებოდა ცხრილის სათავეში მყოფ თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას”.

ჩემპიონატის განახლებამდე ერთი დღით ადრე გუნდში კვლავ შეიცვალა მწვრთნელი_ქასრაშვილი თბილისის ,,დინამოდან” წამოსულმა კახა ცხადაძემ შეცვალა.

ბოლნისელებმა პირველ წრეში 11 მოგებულ მატჩის 12 იც მიუმატეს და 73 დაგროვილი ქულით ჩემპიონის საპატიო ტიტულის დაეუფლნენ (თამაში 30, მოგება 23, ფრე 4, წაგება 3, ბურთების სხვაობა 57-17 მართლაც რომ საჩემპიონო გრაფიკია!). ამ შთამბეჭდავმა გამარჯვებამ დიდი სიხარული მოუტანა არამარტო ბოლნისური გუნდის გულშემატკივრებს: სრულიად ბოლნისის მოსახლეობამ საზეიმო, ლამაზი დახვედრა მოუწყო თავიანთ კერპებს.

ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისათვის სამზადისს ,,სიონი” თადარიგიანად შეუდგა: ივნისის შუა რიცხვებამდე გუნდი მშობლიურ ქალაქში მოემზადა, მერე კი ორკვირიანი შეკრება იალტაში გაიარა.
23 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბბინა მდებარეობს, ევროტურნირების კენჭისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობა ,,სიონის” დელეგაციამაც მიიღო.

პროგრესის გზით

ევროსარბიელზე დაბრუნება ,,სიონისთვის” წარმატებული გამოდგა – ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ბოლნისელებმა ბრძოლიდან გამოთიშეს აზერბაიჯანის ჩემპიონი ,,ბაქო” (2:0 , 0:1 ), და ამით პროგრამა მინიმუმი _ ღირსეულად დაეცვათ ქართული ფეხბურთის რეპუტაცია – შეასრულეს. მეორე შესარჩევ რაუნდში ,,სიონს” წილად ერგო ბულგარეთის ჩემპიონ ,,ლევსკისთან” ჭიდილი. გაცილებით ავტორიტეტულმა მეტოქემ ბოლნისელებს ორჯერ სძლია ერთნაირი ანგარიშით 2:0. მესამე ეტაპზე კი ბულგარელებმა იტალიური კლუბი ,,კიევოც” ჩამოიცილეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაიდეს ბინა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.