თურქულ შეკრებაზე “სიონი” რუმინეთის ნაკრებს გაეჯიბრება

ბოლნისის “სიონი” ანტალიაში 1 თებერვალს გაემგზავრება.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 4 თებერვალს ბოლნისელები უზბეკურ “ლოკომოტივს” გაეჯიბრებიან. 8 თებერვალს პერმის “ამკარს, 10 თებერვალს ლადო ბურდულის გუნდი ძალებს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან მოსინჯავს.

მოლაპარაკება მიდის მოლდოვურ დაჩიასთან, რომლის რიგებშიც ორი ქართველი – ჯაბა დვალი და დავით სირაძე ასპარეზობენ. სირაძე “დაჩიაში” სწორედ “სიონიდან” გადავიდა. იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვური მხარე თანახმა იქნება, მატჩი 12 თებერვალს შედგება.

ჯერ–ჯერობით უცნობია, ვინ იქნება ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე 6 თებერვალს. მოლაპარაკებები რამდენიმე გუნდთან მიმდინარეობს.

თურქეთში “სიონი” 1 თებერვლს გაემგზავრება და 13 თებერვლამდე დარჩება. გუნდი, ბელეკში, სასტუმრო “ატლანტისში” დაბანაკდება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.