“სიონმა” და სილვასთან ერთ–წლიანი კონტრაქტი გააფორმა

20 წლის ბრაზილიელ შემტევს ბოლნისის “სიონმა” ერთ–წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ენდრიუ არაუჟუ და სილვა – პირველად ცხინვალის “ცხინვალის” წინააღმდეგ გამოჩნდა ბოლნისელთა რიგებში. ბრაზილიელი მაშინ სინჯზე იმყოფებოდა და პირველივე თამაშით შეძლო მწვრთნელებისთვის თავის მოწონება.

“სამტრედიას” წინააღმდეგ ახალგზრდა მოთამაშეს თავის გამოსაჩენად 45 წუთი მიეცა და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთავარ მწვრთნელს, ლადო ბურდულს,  მისი გუნდში დატოვების გადაწყვეტილება მიეღო.

ამრიგად, ფეხბურთელსა და კლუბს შორის  კონტრაქტი უკვე დაიდო და უახლოესი ერთი წლის განმავლობაში და სილვა ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.