“სიონს” “დილა” გორში ამხანაგურად გაეჯიბრება

მორიგ ამხანაგურ მატჩს ბოლნისის “სიონი” გორის “დილასთან” ხვალ გამართავს.

შეხვედრა, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის სარეზერვო მინდორზე შედგება.

მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

თურქულ შეკრებაზე წასვლამდე ბოლნისელები კიდევ ორ ტესტ–მატჩს ჩაატარებენ. 28  იანვარს მცხეთაში, “ვიტ ჯორჯიასთან”, ხოლო 30 იანვარს – “საბურთალოსთან”.

თურქეთში, ლადო ბურდულის შეგირდები, 1 თებერვალს  გაემგზავრებიან, სადაც  5  ტესტ–მატჩია დაგეგმილი.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.