“ვიტ ჯორჯიასთან” თავი “სიონის” ახალწვეულებმა გამოიჩინეს

ამხანაგური მატჩი,  თბილისის “ვიტ ჯორჯიასა” და ბოლნისის “სიონს” შორის ფრედ – 2:2 დასრულდა.

ანგარიში, სტუმართაგან, პირველი ტაიმის ბოლოსკენ, “სიონის” ახალწვეულმა გიორგი ჭანკოტაძემ გახსნა. პირველი ტაიმი ბოლნისელთა გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ლადო ბურდულმა როტაციას მიმართა და შემადგენლობის დიდი ნაწილი შეცვალა. სწორედ შეცვლაზე შემოსული ბერიძის აქტიურობას მოჰყვა მასპინძელთა კართან 11–მეტრიანი, რომელიც უშეცდომოდ დათა სიჭინავამ შეასრულა და გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ერთი ბურთი “ვეტერინირებმა” მალევე ისევ პენლტით გაქვითეს, ხოლო მეორე გოლი ამ მომენტიდან დაახლოებით, ათიოდე წუთში გავიდა და ანგარიში საყაიმო გახადეს.

აღსანიშნავია, რომ მსაჯთან შეკამათების გამო, მოედნიდან მეორე ტაიმში შემოსული ალექსანდრე ინწკირველი მოედნიდან გააძევეს, მის ნაცვლად კი მოედანს კვლავ სანდრო გურეშიძე დაუბრუნდა, რომელმაც პირველი ტაიმი შეუცვლელად ითამაშა.

სიონის შემადგენლობა:

პირველი ტაიმი: ბათიაშვილი, გოგობერიშვილი, ცნობილაძე, გურეშიძე,საჯაია, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე, ჭიკაიძე, ჭანკოტაძე, მიქაბერიძე, სიჭინავა;

მეორე ტაიმი: ბათიაშვილი, მოსემღვდლიშვილი, ინწკირველი (გურეშიძე), სვანაძე, გიორბელიძე, ქებურია, ბერიძე, ცხადაია, სიჭინავა, ლუის ალბერტო, და სილვა

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.