ლადო ბურდული – ამ თამაშით არაფერი გადაწყვეტილა

ბოლნისის ” სიონის” მთავარმა მწვრთნელმა, ლადო ბურდულმა, მატჩის შემდგომ, თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი არაა.
დღევანდელი წაგების მიუხედავად, არაფერი დაკარგულა, ყველაფერი წინაა და მისი გუნდი თამაშს გამოასწორებს.

“მძიმე გრუნტი იყო, მოედანზე – ტალახი. რაც ჩამოვედით, ხელოვნურ საფარზე ვვარჯიშობთ, პირველი თამაში იყო და გაუჭირდათ ბიჭებს. რა თქმა უნდა, თამაშით კმაყოფილი არ ვარ, სულ სხვა გუნდი იყო შეკრებაზე და ახლა სულ სხვა გუნდია. “სიონს” ვგულისხმობ. რამდენიმე მომენტი გვქონდა. წასაგები თამაში არ იყო. ერთხელ მეკარეს გაუვარდა ხელიდან, ჭანკოტაძემ დაამატა, მაგრამ ისევ მეკარემ აჯობა. ორივე ბურთი ჩვენი მცველებისგან განხორციელებული შეცდომებისგან გავიდა. რომ არა ეს შეცდომები, არ მგონია, რამე სერიოზული მომხდარიყო. მსაჯობაზე კი ლაპარაკი აღარ მსურს. ორი კამერით ვიღებდით და ახლა მესამესაც დავამატებთ, რომ ყველა მხრიდან გადავიღოთ, რაც მოედანზე ხდება. ასე თუ გაგრძელდა, რა აზრი აქვს. 11-ს კი არა 14 ადამიანს უნდა ეთამაშო. არ ვამბობ, რომ მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ დაუშვეს შეცდომები, მეორე მხარესაც იყო. ისეთ მომენტში აჩერებდა თამაშს, სადაც არ უნდა გააჩერო. ცალ მხარეს არ იყო შეცდომები, მაგრამ, ძირითადად, მასპინძლების სიმპათია ჰქონდა, უდიდესი სიმპათია. ფეხბურთი ნიუანსებისგან შედგება, ხუთ კონტრშეტევას რომ გაგიჩერებს, მაშინ გადაიცვას სხვა ფერის მაისური. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ თამაშით არაფერი გადაწყვეტილა. ჩვენი გუნდი გამოასწორებს თამაშს. როგორც ჩვენ და მაყურებელი ვთხოვთ ფეხბურთელებს, რომ მაქსიმუმი გააკეთონ, ასევე უნდა მოეთხოვთ მსაჯებსაც”.

ბოლნისის “სიონი” მორიგ შეხვედრას, 1 მარტს, თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.