მეორე წრის პირველი მატჩი საჩხერეში

ბოლნისის “სიონმა” ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე, საჩხერის “ჩიხურასთან”მატჩით გახსნა.

ლადო ბურდულის შეგირდები ივანწმინდის სტადიონზე 2:0 დამარცხდნენ.

შეხვედრაში პირველი გოლი 33-ე წუთზე გავიდა. თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და არცერთ გუნდის მხრიდან მომენტები, ფაქტობრივად, არ იქმნებოდა. მასპინძლებმა პირველივე შანსი გამოიყენეს.

მასპინძელთა გოლიდან მალევე საჩხერელთა საჯარიმოში ცოტნე ქებურიას წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა და ფეხბურთელი წააქციეს, თუმცა მსაჯის სასტვენი დუმდა, რასაც მცირე შელაპარაკება მოჰყვა. მატჩის მთავარმა არბიტრმა, ხვიჩა გაგნიძემ კი გადაწყვიტა, რომ ბურთი აუტზე გადავიდა და მასპინძლებს ის ბოლნისელებისთვის დააბრუნებინა.

კარგი მომენტი ჰქონდა საჯაიასაც, რომელსაც უგულავამ კარგი გადაცემა გაუკეთა. ამ უკანასკნელის დარტყმული კი არაზუსტი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმიც, პირველის მსგავსად დაბალ ტემპში წარიმართა. შეხვედრის მიწურულს ჩვენი გუნდი გააქტიურდა, მაგრამ სასურველ მიზანს ვერ უწიეს. მასპინძელთა მეორე გოლს წინ მირზა მერლანის საოცარი თამაში უსწრებდა, რომელმაც, რომ იტყვიან, მკვდარი ბურთი აუღო მეტოქეს, თუმცა მალევე გიორგი კორიფაძემ გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

“სიონს” შეეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ გიორგი ჭანკოტაძეს ორივეჯერ მეტოქემ აჯობა, ლუის ალბერტოს კი მეკარემ დაასწრო და არ გაატანინა.

საჩხერე, ივანწმინდა.

22.02.2015

ჩიხურა: ქვილითაია, ლუბჩაკი, ჭელიძე, განუგრავა, მანჯგალაძე (კაკაშვილი), დეკანოიძე (სარდალიშვილი), კორიფაძე, ტრაინოვსკი (მუმლაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია;

სათადარიგო: ზარქუა, ბაჯელიძე, იაკობაშვილი, ივანიშვილი;

მთ. მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე.

სიონი: მერლანი, გურეშიძე, ცნობილაძე, გაფრინდაშვილი, საჯაია, ცხადაია (ჭანკოტაძე), გოგობერიშვილი, მიქაბერიძე, ქებურია (ლობჯანიძე), და სილვა (უგულავა), ლუის ალბერტო;

სათადარიგო: ბათიაშვილი, ჯინჭარაშვილი, ჭიკაიძე, სიჭინავა;

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.

გაფრთხილება: გოგობერიშვილი, უგულავა, მანჯგალაძე, მუმლაძე;

გოლი: მანჯგალაძე 33′, კორიფაძე 88′

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.