“სიონის” ღია ვარჯიში და მზადება “დინამოს” წინააღმდეგ

ეროვნული ჩემპიონატის 17-ე ტურში “სიონი” “ლოკომოტივზე” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.

“ჩიხურასთან” მატჩის შემდეგ, ლადო ბურდულმა გუნდი ერთი დღით დაასვენა, სამშაბათიდან კი ბოლნისელებმა საწვრთნელი პროცესი განაახლეს. საკვირაო მატჩამდე ორი დღით ადრე, “სიონი” მედიისთვის ღია ვარჯიშს გამართავს.

ცნობისთვის, უკვე მეორე კვირაა, რაც ჩვენი გუნდი სფფ-ს ტექნიკურ ბაზაზე, “ბასაზე” ვარჯიშობს. ღია ვარჯიში, მედიისთვის 14:00 საათზე დაიწყება.

თბილისის “დინამოსთან” დაპირისპირება 15:00 საათზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი პირდაპირ ეთერში გადმოსცემს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.