„დინამოსთან“ მატჩამდე „სიონმა“ მედიისთვის ღია ვარჯიში გამართა

ბოლნისის „სიონი“ უმაღლესი ლიგის 17-ე ტურის შეხვედრაში, თბილისის „დინამოს“, 1 მარტს, მიხეილ მესხზე“ უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდი მზადებას, „ბასას“ ტექნიკურ ბაზაზე გადის. დღეს, ვარჯიში მედიისთვის ღია იყო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლადო ბურდულმა მატჩისწინა კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი საინტერესო ფეხბურთს იხილავს.

ლადო ბურდული: „ძალიან კარგი მოწინააღმდეგე გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ვართ, დარწმუნებული ვარ „დინამოც“ ასე ფიქრობს. წინა წელს, კარგი კონკურენცია გავუწიეთ. გამომდინარე აქედან, ძალიან კარგი თამაში იქნება. ორივე გუნდი კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. „დინამო“ საქართველოში ფლაგმანია, იქნება ბევრი ემოციები, ბრძოლა. სტადიონზე მოსული გულშემატკივარი საინტერესო ფეხბურთს იხილავს. ჩვენთან საკითხი ისე არ დგას, რომ მაინცდამაინც „დინამოსთან“ გავდივართ მოსაგებად. ჩვენ ისეთ სატურნირო მდგომარეობაში ვართ, რომ ყველა თამაშზე გამარჯვება გვჭირდება. ამისთვის გუნდში ყოველდღიური მუშაობა მიდის – ფსიქოლოგიური, ტექნიკური და ტაქტიკური. სამწუხაროდ, ტრავმის გამო გუნდს გიორგი მიქაბერიძე ვერ დაეხმარება“.

სანდრო გურეშიძე: „მეტოქის სერიოზულობაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ „დინამოსთან“ სამი ქულის მოპოვება შეუძლებელი არაა. ჩვენ გამოვნახავთ ძალას, იმისათვის რომ მოედანი გამარჯვებულებმა დავტოვოთ. ვემზადებით სერიოზულად და გულშემატკივარს უშეღავათო ბრძოლას ვპირდებით“.

თბილისის “დინამოსთან” დაპირისპირება 15:00 საათზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი პირდაპირ ეთერში გადმოსცემს.

10364111_931152733562191_408532026988519244_n 10995939_931152750228856_8967545644173298761_o 11025868_931152966895501_1009809709870003065_o 11039113_931153036895494_6385896300955253825_o

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.