“სიონმა “დინამოს” ლიდერობა დააკარგვინა

ეროვნული ჩემპიონატის 17-ე ტურის მატჩი, ბოლნისის “სიონისა” და თბილისის “დინამოს” შორის, ჩვენი გუნდის დამაჯერებლი გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

შეხვედრა მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. რამდენიმე სახიფათო ეპიზოდის მიუხედავად, მასპინძლებმა სასურველ მიზანს ვერ უწიეს, სამაგიეროდ, მეკარე მირზა მერლანის ცუდად გათამაშებული ბურთი, მათე ცინცაძემ მოედნის ცენტრთან ახლოს მიიღო და სანამ ჩვენი  კიპერი საკუთარ კარში დაბრუნებას მოასწრებდა, სტუმართა 7-მა ნომერმა ბურთი ბადეში გახვია და გუნდი წინ გაიყვანა.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები უფრო გააქტიურდნენ, ამას ხიფათი მოჰყვა “დინამოს” კართან, მაგრამ ერთხელ ჯაბა უგულავას გაუცუდდა მიზანი, შემდეგ კი ლუის ალბერტოზე თამაშგარე დაფიქსირდა.

ანგარიშის გათანაბრება ლადო ბურდულის შეგირდებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლეს. საჯარიმო დავით საჯაიამ მოდნის სიახლოვისკენ ჩაჰკიდა, სადაც უგულავა კარგად გაისარჯა, ლუის ალბერტომ კი ეროვნულ ჩემპიონატში საკუთარი გოლების ანგარიში გახსნა. 1:1 – გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.

შეხვედრის მეორე ნახევარი “სიონის” შეტევებით დაიწყო, რასაც გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ წესების დარღვევა მოჰყვა. სტანდარტული დათა სიჭინავამ შეასრულა, ბურთს თავი კი დაჩი ცნობილაძემ დაუხვედრა და “სიონი” წინ გაიყვანა.

“სიონის” დაწინაურებას “დინამომ” აგრესიით უპასუხა და ბურთზე ფლობა მოიპოვა, მაგრამ კახი გოგიჩაიშვილის გუნდმა ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა, “დინამო” კი “სიონთან” მარცხის შემდეგ ლიდერობას დაემშვიდობა.

შემდეგ შეხვედრას, “სიონი”, “სამტრედიას” წინააღმდეგ, 5 მარტს, სამტრედიაში გამართავს.

10421182_932167040127427_6090283119113096379_n 11012915_844009252330917_5373895683884648769_n 11041780_932171723460292_569801448303378232_n 11042663_932170416793756_2361158353413051944_n 11042968_932168820127249_8994725436093712860_n

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.