ლადო ბურდული ტურის მწვრთნელად და ბოლნისელები ტურის სიმბოლურში

სპორტულმა გამოცემა “ლელომ”, ტრადიციულად ტური შეაჯამა და სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

17-ე ტურის მთავარ მწვრთნელად, ჩვენი გუნდის თავკაცი, ლადო ბურდული დასახელდა, რომლის შეგირდებმაც, კვირას, თბილისის “დინამო” მიხეილ მესხზე 2:1 დაამარცხეს და ლიდერობა დააკარგვინეს.

გარდა მთავარი მწვრთნელისა, “ლელოს” ვერსიით შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში “სიონის” პორტუგალიელი ლეგიონერი, ლუის ალბერტო, დაჩი ცნობილაძე და დათა სიჭინავა მოხვდნენ. ლუის ალბერტოსა და დაჩი ცნობილაძის ანგარიშზეა სწორედ “დინამოელთა” კარში გატანილი გოლები. დათა სიჭინავამ კი, მეორე გოლის ეპიზოდში, ერთგვარი ასისტენტობა გაუწია ცნობილაძეს. სწორედ ბოლნისელთა 10 ნომრის მიერ ჩაწოდებულ საჯარიმოს დაუხვედრა თავი ცნობილაძემ და გუნდი წინ გაიყვანა.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.