ლადო ბურდული:“ძალიან გვჭირდება სამი ქულა და ვეცდებით “ზესტაფონთან” მოვიპოვოთ”

უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონი” სტუმრად სამტრედიის “სამტრედიას” ეთამაშა და 3:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ბოლნისელთა მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა მედიასთან თამაში შეაფასა.

“სანახაობრივი ფეხბურთი გამოვიდა. სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა ისიამოვნა.

ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორე ნომრად გვიწევდა თამაში.

გოლი ჩვენი შეცდომის ხარჯზე გაგვიტანეს.  ამ გოლის შემდეგ გამოვფხიზლდით და რამდენჯერმე დავემუქრეთ კიდეც მეტოქის კარს, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ.

მეორე გოლის გასვლამდე, რამდენიმე წუთით ადრე, ჩვენს სასარგებლოდ ჯარიმა იყო, მაგრამ მსაჯმა არ დანიშნა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებზევე გავუშვით მეორე გოლი, თითქოს ამან წელში გაგვტეხა, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა მობილიზება მოახერხეს და გოლიც გავიტანეთ,  ანგარიში 2:1 გახდა.

ვფიქრობ, რომ 11-მეტრიანიც იყო ჩვენს სასარგებლოდ, რომელიც არ დაინიშნა. იმედია, სამსაჯო ამ ფაქტს ნახავს და სწორ რეაგირებას მოახდენს. აღარ მინდა მსაჯობაზე ლაპაკი, ფაქტია რომ წავაგეთ – 3:1. აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის გამო, ორი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა – დაჩი ცნობილაძე და სანდრო გურეშიძე. დაცვაში და ნახევარდაცვაში მათი არყოფნა გვეტყობოდა.

ვულოცავ სამტრედიას მოგებას. შემდეგი თამაში, ისევ გასვლაზე გვაქვს. ძალიან გვჭირდება სამი ქულა და ვეცდებით “ზესტაფონთან” მოვიპოვოთ”.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.