უდისციპლინო თამაში და მარცხი აბაშიძეზე

ბოლნისის “სიონი” ზესტაფონის “ზესტაფონს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ესტუმრა და  ანგარიშით 4:2 დამარცხდა.

ბოლნისელები მე-6 წუთზე დაწინაურდნენ. დავით სიჭინავამ საჯარიმოდან კუპატაძეს აუღებელი დაურტყა – 0:1.

მასპინძლებმა წონასწორობა ოთხ წუთში აღადგინეს. იმერლებმა მარცხენა ფრთიდან შეუტიეს, მერლანი კარიდან გამოვიდა, თუმცა ბურთს ვერ დაეუფლა, ეს გამოცდილმა კიპერმა ვერც მეორე ცდაზე მოახერხა და კარი ცარიელი დატოვა, ბოლნისელთა დაცვამაც ვერ შეძლო ირაკლი სიხარულიძის შეჩერება – 1:1.

ამის შემდეგ დაჩი ცნობილაძეს ჰქონდა შანსი კუპატაძის კარი აეღო. კუთხურის ნიშნულიდან დავით სიჭინავამ საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, ახალგაზრდა შემტევმა თავი დაუხვედრა, მაგრამ ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.

კიდევ ერთი ბურთი ჩვენმა გუნდმა 27-ე წუთზე მიიღო საკუთარ კარში. დუბლი ირაკლი სიხარულიძემ გაიფორმა. გაშვებული გოლის შემდეგ იძულებითი ცვლილება განახორციელა ლადო ბურდულმა. დაშავებული გიორგი გაფრინდაშვილის ნაცვლად, მოედანზე ცოტნე ქებურია შემოვიდა.

ერთი-ერთი გატანის შანსი მიეცა ჯაბა უგულავას, რომელმაც უხეიროდ დაარტყა, არადა, თავი რომ აეწია, ანგარიში საყაიმო გახდებოდა.

მეორე ნახევრის დასაწყისშივე ლადო ბურდულმა ცვლილებებს მიმართა. მან, დაჩი ფოფხაძის ნაცვლად მოედანზე გიორგი მიქაბერიძე გამოიყვანა, რომელიც ბოლნისურ კლუბს ბოლო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარა. მიქაბერიძემ დაბრუნება გოლით აღნიშნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამან გუნდს არაფერი მოუტანა. ეს მატჩის მიწურულს იყო, მანამდე კი “სიონმა” კიდევ ორი გოლი გაუშვა. ოთარ ხიზანეიშვილმა 58-ე წუთზე საჯარიმოდან ბურთი პირდაპირ კარში გაახვია, რამდენიმე წუთში კი მარგველთა კაპიტანმა, გიორგი ილურიძემაც გაიტანა თავისი გოლი.

დღევანდელ შეხვედრას აკლდნენ გუნდის ბრაზილიელი და პორტუგალიელი ლეგიონერები, რომელთაც მიკროტრავმები აქვთ.

4:2 – ამ ანგარიშით დამარცხდა “სიონი” ზესტაფონში. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდით უკმაყოფილება ვერ დამალა ლადო ბურდულმაც, რომელმაც საკუთარი ფეხბურთელები გაკიცხა და უდისციპლინო თამაშს გაუსვა ხაზი.

ბოლნისის „სიონი“ 20-ე ტურის მატჩს, 18 მარტს, შინ, მიხეილ მესხზე „შუქურას“ წინააღმდეგ გამართავს.

ზესტაფონი: კუპატაძე, რობაქიძე, ხიზანეიშვილი, გაგოშიძე, მთივლიშვილი, რაჟამაშვილი, ვასაძე, მარაქველიძე (ჯერემია 24′), სამუშია (ბერიძე 52′), ილურიძე (კაპ), სიხარულიძე;

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

სიონი: მერლანი (კაპ), ფოფხაძე (მიქაბერიძე 45′), გურეშიძე, , გაფრინდაშვილი (ქებურია 34′), საჯაია, ცხადაია, ცნობილაძე, ჭანკოტაძე, სიჭინავა, ლობჯანიძე, უგულავა (ჭიკაიძე);

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული

გოლი: სიჭინავა 6′ –  , სიხარულიძე  – 10′, 27′, ხიზანეიშვილი 58′, ილურიძე 71′, მიქაბერიძე 89′

გაფრთხილება: ცხადაია 29′,  ფოფხაძე 35′, გაგოშიძე 39′, ქებურია 79′

სათადარიგო:

ზესტაფონი: ჯალაღონია, გაჩეჩილაძე, ლომაია, კვირკვია, ნემსაძე’

სიონი: ბათიაშვილი, გიორბელიძე,  ჯინჭარაშვილი, გოგობერიშვილი;

11051147_850417011690141_1773324497_n 11051197_850417005023475_624657825_n 11063005_850417001690142_156747970_n 11063142_850416988356810_574373391_n 11070708_850416991690143_1177223878_o lado

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.