მარცხი “შუქურასთან”

უმაღლესის ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონმა”, “მიხეილ მესხზე”, ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. შეხვედრაში, ბოლნისელები, მე-16 წუთზე დაწინაურდნენ. ჭანკოტაძემ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, რამდენიმე მცველი ჩამოიშორა, მარჯვნივ, საჯარიმოს სიახლოვეს სიჭინავას უპასა. სიჭინავამ კარის ხაზთან გადაცემა გააკეთა, სადაც საჯაიამ ზუსტად იმოქმედა -1:0.

გატანილი გოლის შემდეგ, ბოლნისელთათვის  მოვლენები ცუდად განვითარდა.  მცველთა და მეკარის შეუთანხმებელმა თამაშმა სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

31-ე წუთზე, ლადო ბურდულის შეგირდებმა კურიოზული გოლი გაუშვეს. მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე გურეშიძემ და მეკარე მირზა მერლანმა  შეუთანხმებლად ითამაშეს. “სიონის” მეკარემ ვერ გადაწყვიტა პარტნიორის მიერ დაგორებული ბურთი მოეგერიებინა თუ გაეჩერებინა, არეულ სიტუაციაში,  მერლანს ბურთი ფეხქვეშ გაუძვრა, ხოლო დორნელესმა ცარიელ კარში გაიტანა – 1:1.

პირველი ტაიმის დასრულებამდე, რამდენიმე წუთით ადრე,   თუხარელმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის კართან ჩააწოდა, ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნუნიესმა, დაცვის და მეკარის შეცდომით ისარგებლა და “შუქურა” წინ გაიყვანა.

51-ე წუთზე, ბოლნისელებმა კიდევ ერთი გოლი გაუშვეს. ამჯერად, თავი უკრაინელმა პუკანიჩიმ გამოიჩინა – 1:3. ბოლნისელი ფეხბურთელები გატყდნენ და უპირატესობა მეტოქემ იგდო ხელთ. დარჩენილ დროში, სანაიას შეგირდები რამდენჯერმა შეეცადნენ მერლანის კარის აღებას, თუმცა, მეკარემ, ამჯერად, ზუსტად ითამაშა.

20 ტურის შემდეგ, “სიონი” 17 ქულით, კვლავ,  მე-15 ადგილზეა.

ბოლნისის “სიონი” მორიგ შეხვედრას,  22 მარტს, რუსთავში, “მეტალურგის” წინააღმდეგ გამართავს.

“სიონი” (ბოლნისი) – “შუქურა” (ქობულეთი) 1:3 (1:2)

“სიონი”: მერლანი, ალექსანდრე გურეშიძე, გოგობერიშვილი (კ), საჯაია, ცხადაია (ჭიკაიძე, 55), ცნობილაძე, ქებურია, ჭანკოტაძე, სიჭინავა, ზ. ლობჯანიძე (უგულავა, 46), მიქაბერიძე (და სილვა, 55).

მთ. მწვრთნელი: ლადო ბურდული

“შუქურა”: ჯიოევი, ჩალაძე, გიორგი გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, პუკანიჩი, კუხიანიძე, დორნელესი (ჩაფიძე, 66), თუხარელი (ტაკიძე, 82), პაულო ვიქტორ ნუნიესი (მესხი, 86), გიორგი ჩელებაძე (კ).

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

გოლები: 1:0 საჯაია 16’, 1:1 დორნელესი 31’, 1:2 ნუნიესი 44’, 1:3 პუკანიჩი ’51.  

გაფრთხილება: გურეშიძე 14’, ცნობილაძე 32’, მიქაბერიძე 50’

მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.