ქვემო ქართლელთა ბრძოლაში “სიონმა” იმარჯვა

“ფოლადის” სტადიონზე, ქვემო ქართლელთა დერბი, “სიონის” გამარჯვებით დასრულდა.

21-ე ტური ლადო ბურდულის გუნდისთვის იღბლიანი გამოდგა. მიუხედავდ იმისა, რომ ბოლნისელებმა პირველი ტაიმი დათმეს, სამი ქულის მოპოვება მაინც შეძლეს.

მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

ლადო ბურდულის შეგირდები ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა მიზანს ვერ უწიეს.

რუსთაველებმა ანგარიში 27-ე წუთზე  გახსნეს. ლუკა ნოზაძემ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე, ზუსტად, ითამაშა და ერთი შეხებით მერლანს აუღებელი დაურტყა – 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ ბოლნისელები მოეშვნენ, თუმცა მასპინძლებს შანსი არ მისცეს ანგარიშის გაზრდის.

ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავდ პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

შეხვედრის მეორე ნახევარში, ლადო ბურდულმა ცვლილებას მიმართა. ჭიკაიძის ნაცვლად მოედანზე ჭანკოტაზეს უხმო, ხოლო ჯინჭარაშვილის ნაცვლად უგულავას. გაფრინდაშვილი კი, ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეცვალა. ბურდულის ცვლილებამ გაამართლა. თამაში უფრო  სანახაობრივი გამოდგა. ბოლნისელები ბევრ მომენტს ქმნიდნენ.

56-ე წუთზე სიჭინავას რეალური შანსი ჰქონდა გოლის გატანის, დაარტყა კიდეც, თუმცა ბედიაშვილმა ზუსტად ითამაშა.

ამის შემდეგ, რუსთაველები ეცადნენ სტუმართა კარის აღებას, თუმცა ბოლნისელებმა მეტოქეს ბურთი მარტივად აართვეს და  კონტრშეტევაში წავიდნენ. ჭანკოტაძემ უგულავას უპასა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, რა დროსაც, ბედიაშვილმა, საჯარიმოს შიგნით,  წესის დარღვევით  ბოლნისელთა ფეხბურთელი გააჩერა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო.11-მეტრიანის ნაცვლად,  ხორავამ ჯარიმა დანიშნა და ბედიაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა.

72-ე წუთზე “მეტალურგის” კართან შექმნილი არეულობით დათა სიჭინავამ ისარგებლა. მარცხენა ფრთიდან შეცვლაზე შემოსულმა უგულავამ, ბოლნისელთა 10 ნომერზე, კარგი გადაცემა გააკეთა, რომელმაც მცველები დააბნია და ბედიაშვილის კარში ბურთი გახვია – 1:1.

ამის შემდეგ, ბოლნისელებმა უპირატესობა მთლიანად ხელთ იგდეს. რუსთაველებს რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა მიზანს ვერ აღწევდნენ.

87-ე წუთზე  “მეტალურგის” კარისკენ უგულავამ დაარტყა  და  “სიონს”  გამარჯვება მოუტანა.

21-ე ტურის შემდეგ ბოლნისის “სიონი” 20 ქულით მე-15 ადგილზეა.

“სიონი” მომდევნო შეხვედრას, “მიხეილ მესხზე”, ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ გამართავს.

 

რუსთავი. “ფოლადის” სტადიონი. 22.03.2015

მეტალურგი – სიონი (1:2)

მეტალურგი: ბედიაშვილი, ბარამიძე, ნოზაძე, ნარიმანიძე, გელაშვილი, კილასონია, სარიშვილი, ბერუაშვილი, ჯოხაძე (სტეფნიაშვილი), შენგელია (ჩიკვაიძე), ბარაბაძე (გაბაშვილი).

სათადარიგო: ნადირაძე, ბიწკინაშვილი, ჩიკვაიძე, გუჯაბიძე, გაბასვილი, სტეფნიაშვილი, ექვთიმიშვილი.

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

 

სიონი: მერლანი, გურეშიძე, ჯინჭარაშვილი (უგულავა), მოსემღვდლიშვილი, საჯაია, გაფრინდაშვილი (და სილვა), ცნობილაძე, გოგობერიშვილი, სიჭინავა, ჭიკაიძე (ჭანკოტაძე), ლუსი.

სათადარიგო: ბათიაშვილი, სვანიძე, ქებურია.

მთ. მწვრთნელი: ლადო ბურდული.

გოლები: ნოზაძე 1:0; სიჭინავა 1:1; უგულავა 1:2.

გაფრთხილება: მოსემღვდლიშვილი (სიონი); ბედიაშვილი, გელაშვილი (ორივე მეტალურგი)

metalurgi -sioni 1metalurgi -sioni 2metalurgi-sioni 3metalurgi sioni 4

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.