დათა სიჭინავა: “მომდევნო შეხვედრას კარგი განწყობით შევხვდებით”

ბოლნისის “სიონის” ახალწვეული დათა სიჭინავა “მეტალურგთან” მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. გუნდის გამარჯვებაში, მან,  დიდი წვლილი შეიტანა.

72-ე წუთზე ბედიაშვილს აუღებელი დაურტყა და ანგარიში გაათანაბრა -1:1.

“სიონის” 10 ნომერმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ “სიონი” გასავარდნ ზონას თავს მალე დააღწევს.

დათა სიჭნავა: “სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან გვჭირდებოდა გამარჯვება. პირველი ტაიმი არ წავიდა ისე, როგორც ჩვენ გვსურდა, მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით მობილიზება და უფრო აგრესიულად ვითამაშეთ. ტაქტიკურმა ცვლილებამ თავისი შედეგი გამოიღო. მეტოქეს ორი ბურთი გავუტანეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, რადგან წნეხის ქვეშ ვიყავით. მომდევნო შეხვედრას კარგი განწყობით შევხვდებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გასავარდნ ზონას თავი დავაღწიოთ.

გამარჯვებას ვულოცავ ყველა “სიონის” გულშემატკივარს”.

მიმდინარე ჩემპიონატში სიჭინავამ  მერვე გოლი გაიტანა. სიჭინავას ორი გოლი აკლია ბომბარდირთა დავაში ჩასაბმელად.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.