ლადო ბურდული: “ჩემმა ფეხბურთელებმა ის ფეხბურთი აჩვენეს, რასაც მათგან ვითხოვ”

ბოლნისის “სიონმა” რუსთავის “მეტალურგი” საკუთარ მოედანზე 1:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა თამაში შეაფასა. მისი თქმით,  “სიონმა” ღირსეულად მოიგო და გულშემატკივარს გამარჯვება მიულოცა.

ლადო ბურდული: “გამომდინარე იქიდან, რომ ბოლოს წინა ადგილზე ვართ, ბიჭები წნეხის ქვეშ არიან. ნერვიულობის ფონზე, თამაშში ბევრი ხარვეზია, მიუხედავად პირველი ტაიმის შედეგისა, ჩემმა გუნდმა ცუდად არ ითამაშა. ვქმნიდით სახიფათო მომენტებს, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლი ვერ გაგვქონდა, რაც ნერვიულობის ბრალი იყო.

პირველი ტაიმის შემდეგ ტაქტიკური ცვლილება განვახორციელეთ, ოთხ მცველზე გადავეწყვეთ.

მეორე ტაიმი რადიკალურად განსხვავებული იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა ის ფეხბურთი აჩვენეს, რასაც მათთგან ვითხოვ და ეს  შედეგზეც აისახა.

მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს და გულშემატკივარს. იმედი მაქვს შემდეგი თამაშები უკეთესი იქნება”.

ბოლნისის “სიონი” მორიგ შეხვედრას, “მიხეილ მესხზე”, ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ გამართავს.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.