სიონი – კოლხეთის შეხვედრას სილაგავა განსჯის

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ხვალ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი განახლდება. 22-ე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონი” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლებს.

ხვალინდელი მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშნელოვანია. ჩვენი გუნდისთვის “კოლხეთი” უშუალო კონკურენტია, რომელსაც სატურნირო ცხრილში 2 ქულით ჩამოვრჩებით. მოგების შემთხვევაში, “სიონი” გასავარდნ ზონას თავს დააღწევს.

“სიონი” – “კოლხეთის” შეხვედრას  – სილაგავას, მენთეშაშვილის და მაჩიტიძის ბრიგადა განსჯის.

სტუმრებისგან განსხვავებით, მასპინძელთა ბანაკში დანაკლისია. ტრავმის გამო გუნდს  ვერ დაეხმარება დაჩი ფოფხაძე, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო, პაპუნა მოსემღვდლიშილი.

“სიონი” – “კოლხეთის” მატჩი, “მიხეილ მესხზე”, 16:00 საათზე გაიმართება.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.