“სიონი” “დილას” სტუმრობს

ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტურში, გორის “დილა” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლებს.

მასპინძელთა რიგებს, დისკვალიფიკაციის გამო ხურცილავა დააკლდება, ხოლოდ ბოლნისელებს  – დაჩი ცნობილაძე, რომელმაც კოლხეთთან თამაშში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება ვადაზე ადრე მოუხდა.

“დილასა” და “სიონს” შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირება ორჯერ ბოლნისელთა გამარჯვებით დასრულდა, სამჯერ კი გორელებმა იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ამ ხუთი შეხვედრიდან ორივე მატჩი “სიონმა” გორში მოიგო.

შეხვედრა, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.