დილამ სიონს გაჭირვებით მოუგო

უმაღლესი ლიგის 23-ე ტურში, ბოლნისის “სიონი” გორის “დილას” თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრა და მინიმალური ანგარიშთ 1:0 დამარცხდა.
შეხვედრა ბოლნისელებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა პირველი მომენტი მე-9 წუთზე მასპინძებმა შემქნეს. კვეკვესკირის მოწოდებული ჯარიმის შემდეგ ბაგაევის დარტყმული ბათიაშვილმა მოიგერია.

მე-15 წუთზე გატანა თექთურმანიძეს შეეძლო, მაგრამ მასპინძლთა ნახევარმცველმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან ბრძოლაში დაარტყა და მიზანს ვერ მიაღწია. ამის შემდეგ, გრელებმა ჯარიმა მოიპოვეს. სტანდარტი “დილამ” სასხიფათოდ გაათამაშა, ჩაწოდების შემდეგ შორეულ კუთხესთან დარჩენილმა ერისთავმა ძლიერად დაარტყა, თუმცა ბათიაშვილი კვლავ დამაჯერებელი იყო.
ლადო ბურდულმა მასპინძელთა წინააღმდეგ დაცვითი ტაქტიკა არჩია, რადგან წამყვანი ფეხბურთელები აკლდა. გამომდინარე აქედან მოედნის უირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ. მუხედავად ამისა, ბურდულის შეგირდები კონტრშეტევებზე გადადიოდნენ, თუმცა მიგინეიშვილის კარს არცთუ სახიფათოდ უტევდნენ.
შეხვედრის პირველ ნახევარი ნულოვანი ფრედ დასრულდა.
“დილამ” მეორე ნახევარშიც პირველ ნომრად ითამაშა და ბოლნისელებს უფრო აგრესიული ფეხბურთი შესთავაზა.

ბოლნისის “სიონი” მე-60 წუთზე, კვეკვესკირის დარტყმის შემდეგ ხარიხამ გადაარჩინა. ამის შემდეგ “სიონი” გააქტიურდა და რამდენიმე შეტევის განხორციელება სცადა, თუმცა განსაკუთრებული ხიფათის გარეშე. ბოლნისელთა დაცვამ 72-ე წუთამდე გაძო. საჯარიმოში შეჭრილმა ერისთავმა ჯერ ჯინჭარაშვილს გასცდა, ვერც ფოფხაძემ შეძლო მისი გაჩერება და ანგარიში გახსნა – 1:0.
გორში შეხვედრა სწორედ ამ ანგარიშთ დასრულდა.
ბოლნისის “სიონი” 24-ე ტურის შეხვედრაში, გორში მარტვილის “მერანს უმასპინძლებს.

გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი
დილა – სიონი (1:0)

დილა: მიგინეიშვილი, მარიჩი, ქარქუზაშვილი, ბაგაევი, სეთურიძე, ფალავანდიშვილი (კაპ), გვალია, თექთურმანიძე (ახალკაცი 56′), კვეკვესკირი, ერისთავი (რაზმაძე 84′), გორელიშვილი
სათადარიგო: სომხიშვილი, სამხარაძე, ხიდეშელი, კვახაძე, კურმაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსოაშვილი
სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე (კაპ), ჯინჭარაშვილი, მოსემღვდლიშილი, გიორბელიძე, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე (ფოფხაძე 64), არაუსო და სილვა (ცხადაია 55′) ლობჯანიძე, ჭიკაიძე, სიჭინავა (გოგობერიშვილი 55′)
სათადარიგო: მერლანი, ოთარაშვილი, ჭანკოტაძე, უგულავა.

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული
მსაჯები: გიორგი ყურაშვილი, დავით გაბისონია, ლევან თოდრია, ბორის გლუშჩუკი.
გოლი: ერისთავი 72′ 1:0
გაფრთხილება: მიქაბერიძე 63′ მოსემღვდლიშვილი 73′ ლობჯანიძე, ჭკაიძე (ოთხივე სიონი)

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.