“სიონი” “მერანს” თენგიზ ბურჯანაძეზე უმასპინძლებს

უმაღლესი ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში ბოლნისის “სიონი” მარტვილის “მერანს”, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. 

26-ე ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური დარჩა. სატურნირო ცხრილში “სიონი” 20 ქულით ბოლოს წინა ადგილზეა, ხოლო “მერანი” 26 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.

“სიონი” – “მერანის” მატჩს უცხოელი მსაჯთა ბრიგადა განსჯის –  მ.აპაპი (მალტა), მ.სკერი (მალტა), კ.ფრანცალანზა (მალტა).

“სიონს” დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავს, ხოლო სტუმრებს ვაჟა ლომაშვილი დააკლდებათ.

გუნდებს შორის სტატისტიკა კი  ასეთია –  4 მოგება, 1 ფრე და 4 წაგება. ბურთების შეფარდება 9/11-ზე “მერანის” სასარგებლოდ.

შეხვედრა, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.