ლადო ბურდული:”ძალიან ლამაზი გოლი გავიტანეთ”

“სიონის” მთავარმა მწვრთნელმა, “მერანთან” მოგების შემდეგ მედიასთან კომენატი გააკეთა და თამაში შეაფასა. ლადო ბურდულმა ფეხბურთელებს თავდადებული ბრძოლისთვის, ხოლო გულშემატკივარს გამხნევებისთვის მადლობა გადაუხადა.

“პრინციპული თამაში იყო, რადგან უშუალო კონკურენტს ვხვდებოდით. წაგებების სერიის შემდეგ ბიჭები წნეხის ქვეშ იყვნენ. გადასარჩენად ვიბრძვით და ალბათ შავი ძალებით გვებრძვიან. აქ რომ ჩამოჰყავთ მსაჯები კვალიფიკაციის ასამაღლებლად სწორი არაა. თუ გაცვლითი პროგრამაა მაშინ მაღალი კვალიფიკაციის მსაჯი უნდა ჩამოიყვანო. ძალიან დაბალი დონის მსაჯობა იყო და თამაშიც გაფუჭდა. ჩვენ შედეგზე ვიყავით ორიენტირებული და გაგვიმართლა, რომ ძალიან ლამაზი გოლი გავიტანეთ. ასეთი მსაჯობის ფონზე 3 ქულა რომ ავიღეთ გაგვიმართლა.

მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს თავდადებული ბრძოლისთვის. ასევე მადლობა გადავუხდი გულშემატკივარს, რომლებიც მხურვალედ გვქომაგობდნენ და გვამხნევებდნენ ტრიბუნიდან”, – აღნიშნა ბურდლმა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.