“სიონმა” “მერანს” მოუგო

ბოლნისის “სიონმა”, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მარტვილის “მერანს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

დღევანდელი მოგება “სიონისთვის” ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან გუნდი გასავარდნ ზონაშია. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე “მერანისთვისაც” არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სამი ქულის მოპოვება, თუმცა ლადო ბურდულის შეგირდებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს.

“სიონმა” მინიმალური სხვაობით მოიგო და ერთადერთი გოლი პორტუგალიელმა ლეგიონერმა ლუის ალბერტომ გაიტანა.

მატჩის დებიუტში ალექსანდრე გოგობერიშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც მყოფი დავით სვანიძის თავური არაზუსტი აღმოჩნდა. მალევე დათა სიწინავას შეეძლო ანგარიშის გახსნა. სტუმართა მეკარის ცუდად მოგერიებული ბურთი დათა სიჭინავას მიუვიდა, თუმცა მისი დარტყმული კარს აცდა.

ირველ ტაიმში ძალიან აქტიური იყო ბოლნისელთა 21 ნომერი, რომელმაც მეტოქეს ბევრ პრობლემა შეუქმნა. სწორედ, გოგობერიშვილის აქტიურმა თამაშმა ბოლნისელები დააწინაურა.

მარცხნიდან გოგობერიშვილის პასის შემდეგ, პორტუგალიელმა ვიეირა მედინამ თავით ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0.

აღსანიშნავია მეკარის, ზურაბ ბათიაშვილის კარგი თამაში, მან რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლისგან. ტაიმის მიწურულს ფოფხაძემ თავით ბურთი ცუდად დაუბრუნა ბათიაშვილს, რომელიც კარიდან დროზე რომ არ გამოსულიყო, შესაძლოა ფიფიას ანგარიში გაეთანაბრებინა. საბოლოოდ, ეპიზოდი ფიფიას და ბათიაშვილის შეჯახებით დასრულდა, რომლის დროს “სიონის” მეკარე მცირედ დაშავდა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა ორმაგი ცვლილებით დაიწყეს. ახლად შემსულმა ფხბუთელებმა სტუმართა შეტევები გაამწვავეს. მარტვილელებმა შეტევაში საჯარიმო დარტყმა მოიპოვეს. კიკნაველიძემ დაახლოებით 25 მეტრიდან სტანდარტული შეასრულა, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, თუმცა ახლო კუთხეს ბათიაშვილი აკონტროლებდა.

ბოლნისელთა საპასუხო შეტევისას ლობჯანიძემ ლუის ვიეირას ბურთი მეტოქის საჯარიმოში შეაყოლა და პორტუგალიელმა ორიგინალურად დაარტყა, მაგრამ ირაკლი ციცხვაია გადაეფარა.
“მერანი” ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა და ციცხვაიას საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბათიაშვილმა ბურთი მუშტებით მოიგერია. ბურთი წურწუმიას მიუვიდა, რომელსაც ხელსაყრელი პოზიციიდან ცნობილაძემ არ გაატანინა.

ლუის ვიეირას გატანა კიდევ შეეძლო, თუმცა, ჭანკოტაძის პასის შემდეგ, პორტუგალიელის თავური ბეგაშვილმა მოიგერია.
საბოლოოდ შეხვედრა 1:0 დასრულა. ამ დროისთვის “სიონს” 23 ქულა აქვს და ბოლოს წინა ადგილზე იმყოფება.

“სიონი” მორიგ შეხვედრას, “მცხეთა პარკზე”, “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართავს.

სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (1:0)

18.04.2015. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.


სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე (კ), მოსემღვდლიშვილი, ცნობილაძე, დათო საჯაია (ჭიკაიძე, 80), დაჩი ფოფხაძე (გაფრინდაშვილი, 64), ცხადაია, გოგობერიშვილი, ზვიად ლობჯანიძე, დათა სიჭინავა (ჭანკოტაძე, 61), ვიეირა მედინა.

სათადარიგო: მერლანი, ჯინჭარაშვილი, უგულავა, არაუგოს და სილვა.

მთ. მწვრთნელი: ლადო ბურდული

მერანი: ბეგაშვილი, მელიავა, ორბელაძე (კ) (ქაჯაია, 46), ციცხვაია, კიკნაველიძე, ქიქავა, წყაროზია (გიგა წურწუმია, 56), ჯღამაია, საბა ლომია, შულაია, ფიფია (ციცხვაია, 46).

სათადარიგო: მამალაძე, ფონიავა, გეგეჭკორი,   კოშნირი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი.

გოლები: 1:0 ვიეირა მედინა (32)

გაფრთხილება: ცხადაია (13), მოსემღდვლიშვილი (57), საბა ლომია (63), წურწუმია (72), ბათიაშვილი (90+3)

მთავარი მსაჯი: მარილ აპაპი (მალტა)

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.