არჩათვლილი გოლი და მარცხი “მცხეთა პარკზე”

უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონი” “ვიტ ჯორჯიას” მცხეთა პარკზე ესტუმრა.

წინა ტურში, მარტვილის “მერანთან” თამაშის შემდეგ, სადისწიპლინო კომიტეტმა,  ბოლნისელთა მთავარი მწვრთნელი ლადო ბურდული სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მოედანზე ბოლნისელები არმაზ ჯელაძემ გაიყვანა, ხოლო ბურდული ფეხბურთელებს ტრიბუნიდან ამხნევებდა.

სატურნირო მდგომარეობიდა გამომდინარე, ორივე გუნდისთვის მნიშვნელობანი იყო მოგება, შესაბამისად თამაშ დაძაბული და ხისტი იყო.

მატჩის საწყის წუთებში ბოლნისელებმა აქტიურად დაიწყეს თამაში და მასპინძელთა კარს რამდენჯერმე დაემუქრნენ კიდეც.

შეხვედრის მე-13 წუთზე  “სიონის” საჯარიმოში, ხარიტონაშილმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გუნდის კაპიტანი დავით ვანიძე დააჯარიმა და მერლანის კართან თერთმეტმეტრიანი დანიშნა. გვახარიას დარტყმული ბოლნისელთა პირველმა ნომერმა ჯერ მარცხენა ხელით, ხოლო დამატებულზე ფეხით  მოიგერია.

ამის შემდეგ, ბოლნისელები გააქტიურდნენ, შედეგად ზედიზედ რამდენიმე კუთხური მოიპოვეს, მაგრამ მიზანს ვერ უწიეს.

“ვიტ ჯორჯიას” საჯარიმოში არაერთხელ მოიგო საჰაერო ბრძოლა ვიეირა მედინამ, მაგრამ ხან სიზუსტე აკლდებოდა, ხანაც მეკარე ზუსტად თამაშობდა.

პირველ ტაიმში ახალგაზრდა მწვრთნელს  კობიაშვილს ორი  იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. ტრავმის გამო, მოედანი შეროზიამ და თათხაშვილმა დატოვეს, მათ ნაცვლად კი ისერგიშვილი და კახაბრიშვილი შემოვიდნენ. .

შეხვედრაში პირველი გოლი 30-ე წუთზე გავიდა.  საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს დაჩი ცნობილაძემ ბურთი ცუდად მიიღო, ვერ შეინარჩუნა, რასაც ლობჯანიძის აქტიურობა მოჰყვა, რომელიც კარგად შევიდა საჯარიმოში, მერლანთან ერთ-ერთზე გავიდა, დაარტყა და გაიტანა – 1:0.

ტაიმის მიწურულს ცვლილებაზე გასულმა კახაბრიშვილმა ძლიერი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზრდა, შესვენების შემდეგ ბოლნისელებმა სამი ცვლილება გააკეთეს. ჭანკოტაძე-უგულავა-გაფრინდაშვილის მოედანზე შესვლით “სიონმა” შეტევაზე გააკეთა აქცენტი.

დარჩენილი დრო ბოლნისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, ბურთსაც ფლობდა, მაგრამ  “ვიტ ჯორჯია” თავს კარგად იცავდა.

ბოლნისელთა პორტუგალიელმა ლეგიონერმა ვიეირა მედინამ, მასპინძელთა ცარიელ კარში გოლი გაიტანა, თუმცა ხარიტონაშილმა  თამაშგარე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ „ვიტელების“ პირველი გოლიც თამაშგარედან გავიდა, თუმცა არცერთ მსაჯს რატომღაც არ დაუნახავს…

მატჩის მიწურულს ბოლნისელთა კაპიტანმა დავით სვანიძემ ცნობილაძის პასის შემდეგ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მკერდით მიიღო, ძლიერად დაარტყა, მაგრამ ისერგიშვილმა ბურთი დაიჭირა.

 

25 ტურის შემდეგ “ვიტ ჯორჯიასა” და “სიონს” შორის სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა.

“სიონი” მორიგ შეხვედრას, 2 მაისს, “ცხინვალის” წინააღმდეგ გამართავს.

24.04.2015. მცხეთა. “მცხეთა პარკი”

ვიტ ჯორჯია – სიონი 2:0

ვიტ ჯორჯია: შეროზია (ისერგიშვილი 19), თათხაშვილი (კახაბრიშვილი 19), კალანდია, გეთიაშვილი, დანელია, დავლაშელიძე, მაისურაძე, გახარია, დემეტრაშვილი (ბუნტური 87), საბაძე, ლობჯანიძე.

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

სიონი: მერლანი, სვანიძე, მოსემღვდლიშვილი, ფოფხაძე (გაფრინდაშვილი 46), გიორბელიძე, საჯაია (ჭანკოტაძე 46), გოგობერიშვილი, ცნობილაძე, ლობჟანიძე (უგულავა 46), სიჭინავა, ლუის ალბერტო.

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

მსაჯი: დ. ხარიტონაშილი

გოლები: 1:0 ლობჯანიძე (30), 2:0 კახაბრიშვილი (45+2)

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)

გაფრთხილება: სვანიძე (13), გახარია (60), გიორბელიძე (60)

 

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.