“სიონს” ერთი წუთი დააკლდა ქუთაისიდან ქულის წამოსაღებად

ქუთაისში, “რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონზე, ბოლნისის “სიონი” “ტორპედოს” ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. 

26-ე ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტური რჩება, სატურნირო მდგმარეობიდან გამომდინარე, “სიონისთვის” ეს მატჩი მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებდა. გამარჯვების შემთხვევაში, “სიონი” უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის სერიოზულ ნაბიჯს გადადგავდა. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა მატჩის დასრლებამდე რამდენიმე წუთით ადრე გოლი გაუშა და საქმე გაირთულა.

შეხვედრა მოლოდინისამებრ სტუმრების აქტიურობით დაიწყო. ბოლნისელებმა მატჩის დებიუტშივე უპირატესობა მოიპოვეს. ბურდულის შეგირდები ბურთს აკონტროლებდნენ და შევჩენკოს კარსაც რამდენჯერმე დაემუქრნენ.
ბოლნისელებმა შეტევაში ბურთ დაკარგეს, რითიც მასპინძელთა ახალგაზრდა ფორვარდამა ბუდუ ზივზვაძემ ისარგებლა, თუმცა მირზა მერლანს ვერ აჯობა.
შეხვედრის პირველ ნახევარში რამდენიმე საჯარიმო დარტყმა განახორციელა ბოლნისელთა 10 ნომერმა, თუმა მიზანს ვერცერთხე უწია.
გუნდები შესვენებაზე ნულოვანი ფრით გავიდნენ.

თამაშის განახლებისთანავე “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ცვლილება განახორციელა. მცველს ნაცვლად მოედანზე ნახევარმცველი შემოიყვანა და თამაში გადააწყო, რამაც თავისი შედეგი გამოიტანა. ქუთაისელებმა ბურთზე კონტროლი დააწესეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში სტუმართა საჯარიმოში დაბანაკდნენ. მიუხედავად წნეხისა, ბლნისელთა ფეხბურთელები სწორად მოქმედებდნენ და მასპინძებს გოლის გატანს საშუალება არ მისცეს.
შეცვლაზე შემოსული ბაბუნაშვილი თამაშში კარგად ჩაერთო და ბოლნისელთა კარს რამდენჯერმე დაემუქრა კიდეც.
62-ე წუთზე გამოცდილმა ნახევარმცველმა სტუმართა კარში ძლიერად დაარტყა, მაგრამ ხელი ძელმა შეუშალა.
69-ე წუთზე ქუთაისელებმა კინაღამ გოლი გაუშვეს. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს, თავით კარისკენ, პორტუგალიელი ლუის ალბერტო გზავნიდა, მაგრამ კარის ხაზზე მდგომმა ქიმაძემ თავით გამოიტანა ბურთი და საკუთარი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
ამის შემდეგ, სტუმრებს კიდევ ერთხელ ჰქონდათ გატანის შანსი, როდესაც ალექსანდრე გოგობერიშვილმა უძლიერესი დარტყმა განახორციელა, მაგრამ შევჩენკომ ეფექტურ ნახტომში სიტუაციის განმუხტვა შეძლო.

86-ე წუთზე “სიონი” გოლის გაშვებას კვლავ მირზა მერლანმა გადაარჩნა. კვარაცხელიას ახლოდან დარტყმული ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.
მატჩის მიწურულს “სიონის” კარის დარაჯმა ვეღარ მოახერხა ბოლნისელთა გადარჩენა. ბაბუნაშვილის მიერ შესრულებულ სტანდარტულს კვარაცხელია შეწვდა თავით – 1:0.
27 ტურის შემდეგ, ბოლნისის “სიონი” კვლავ გასავარდნ ზონაშია.
მორიგ შეხვედრას “სიონი”, 13 მაისს, გორში”, თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე, ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.

ტორპედო – სიონი 1:0 (0:0)

9 მაისი. 17:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”.

ტორპედო: შევჩენკო, კირკიტაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ადამაძე, ზაზა ჭელიძე (ბაბუნაშვილი), იოსელიანი, ტუღუში (კვარაცხელია), მამასახლისი, კლიმიაშვილი, ზივზივაძე (გოგუაძე).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

სიონი: მერლანი, გურეშიძე, ცნობილაძე, მოსემღვდლიშვილი, ფოფხაძე, გოგობერიშვილი, ცხადაია, ჭანკოტაძე (საჯაია), სიჭინავა (და სილვა), უგულავა (ლობჯანიძე), ლუის ალბერტო.

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული

გოლები: 1:0 კვარაცხელია (89).

გაფრთხილება: ქიმაძე (ტორპედო), უგულავა, საჯაია  ცხადაია (სამივე სიონი).

არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე (გორი)

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.