სიონი ბათუმს გორში უმასპინძლებს – ლადო ბურდული გუნდს დაუბრუნდა

საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. სამი ტურით ადრე, ჩვენი გუნდი, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ ლიდერს, ბათუმის “დინამოს” მიიღებს. 

მიმდინარე ჩემპიონატში გუნდები ერთმანეთს მე-13 ტურში დაუპირისპირდნენ. შეხვედრა “ჩელე არენაზე” მასპინძელთა სასარგებლოთ  დასრულადა.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ შეხვედრას ბოლნისელები, ლობჯანიძის მიერ  (24′) გატანილი გოლთ იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ თამაში 2:1  დათმეს.

წინა ტურში, ბათუმის “დინამო”, შინ, თბილისის “დინამოს” ნულოვანი ფრე ეთამაშა და საჩემპიონო ბრძოლა ფაქტობრივად დათმო.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, “სიონი” გასავრდნ ზონაშია და მისთვის ხვალინდელი მატჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ლად ბურდულის ბანაკში სერიოზული დანაკლისია. დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს ვერ დაეხმარებიან – ჯაბა უგულავა და დავით საჯაია.

დისკვალფიკაციის ვადა ამოეწურა გუნდის მთავარ მწვრთნელს ლადო ბურდულს, რომელსაც 24-ე ტურის შეხვედრაში, “მერანთან” მატჩის შემდეგ,  სადისციპლინო კომიტეტმა გამოუტანა.

სიონი – დინამოს მატჩს კვარაცხელია განსჯის, მას ფიფია და ჩიგოგიძე დაეხმარებიან.

შეხვედრა, 13 მაისს, თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე გაიმართება. 

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.