ლადო ბურდული:”მოტივირებულები გავედით მოედანზე და შედეგიც დავდეთ”

ბოლნისის “სიონმა” გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ლადო ბურდულის შეგირდებმა დაძაბულ ბრძლაში ბათუმელები 1:0 დაამარცხეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი პორტუგალიელმა ლეგიონერმა ვიერა მედინამ  გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ლადო ბურდული გუნდს დაუბრუნდა, რომელმაც მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“ორივე გუნდი განსხვავებული  სატურნირო მდგომარეობით შევხვდით ამ მატჩს. “სიონი” გასავარდნ ზონაში იყო, ამიტომ ყველა დარჩენილ თამაშს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.  მოტივირებულები გავედით მოედანზე და შედეგიც დავდეთ. ვცოდით, რომ დაძაბული თამაში იქნებოდა. ამდენი წაგებული თამაშის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძნელი იყო ფეხბურთელებისთვის, თუმცა მათ მოახერხეს მობილიზება და კარგად ითამაშეს, რისთისაც მადლობა მინდა გადავუხადო.

ასე სხვა თამაშებიც რომ გვეთამაშა “სიონი” ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა. ეს იყო ის თამაში, რასაც ზამთრის შეკრების შემდეგ ვითხოვდი. ეს მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო ან წაგვეო საცოდაობა იქნებოდა.”სიონს” რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა.

ბათუმი ძალიან კარგი გუნდია , რომელმაც პრაქტიკულად  ევროლიგაზე თამაში გაინაღდადა, მათ ვუსურვებ წარმატებას.

 

სტადიონზე ბევრი მაყურებელი იყო მოსული, რაც ძალიან უხდება თამაშს. ისინი სიონთან ერთად საკუთარ გუნდსაც გულშემატკივრობდნენ. თუ მოვიგებდით ჩემპიონები გახდებოდნენ და ასეც მოხდა. მივულოცავ “დილას” ჩემპიონობას და ვუსურვებ ბევრი ეტაპი გაევლოთ”, – აღნიშნა ლადო ბურდულმა.

“სიონი” მორიგ შეხვედრას, სტუმრად, “ზუგდიდის” წინააღმდეგ გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.