ლადო ბურდული ტურის მწვრთნელია

სპორტულმა გამოცემა “ლელომ” ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელი, ლადო ბურდული ტურის მწვრთნელად დაასახელა.

ჩვენი გუნდის თავკაცმა, ეს “ტიტული” გორის “დილას” მთავარ მწვრთნელთან ერთად გაიყო. “სიონმა” საკუთარ მოედანზე ბათუმის “დინამო” დაჯაბნა ბოლო ტურში და 1:0 დაამარცხა, რომლის შემდეგაც ბოლნისელები სარელაგაციო ზონიდან ზემოთ ამოვიდნენ, ამ მოგებით კი “სიონმა” “დილას” ოფიციალურად გაუფორმა ჩემპიონობა, რადგან გორელთა უშუალო მდევარი სწორედ ბათუმის “დინამო” გახლდათ.

თავის მხრივ კი, “დილამ” “სამტრედიას” დამარცხებით ჩემპიონობა ორი ტურით ადრე მოიპოვა, სწორედ ამიტომ, “ლელომ” ტურის მწვრთნელად ეს ორი ახალგაზრდა სპეციალისტი დაასახელა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.