ლუის მედინა და ალექსანდრე გურეშიძე ტურის სიმბოლურში

სპორტულმა გამოცემა “ლელომ” ბოლნისის “სიონის” ორი ფეხბურთელი, ალექსანდრე გურეშიძე და ლუის ალბერტო ვიეირა მედინა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

სწორედ ლუის მედინას ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო “სიონმა” ბათუმის “დინამოსთან” უმნიშნელოვანესი შეხვედრა და გუნდმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ალექსანდრე გურეშიძე კი ზედიზედ მეორე მატჩია, უშეცდომოდ მოქმედებს და სწორედ ამიტომ, “ლელომ” ისიც სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი ზუგდიდში, “ზუგდიდის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი კვირას, 17:00 საათზე დაიწყება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.