ზუგდიდში მოპოვებული სამი ქულა და ჭანკოტაძის პირველი გოლი “სიონში”

26-ე ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ბოლნისის “სიონი”, სტუმრად, ზუგდიდის “ზუგდიდს” დაუპირისპირდა და 1:3 იმარჯვა.
სატურნირო მდგომარეობდან გამომდინარე, ჩვენი გუნდისთავის ეს გამარჯვება მეტად მნიშვნელოვანი იყო. ამ მოგებით “სიონმა” 29 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-13 ადგილი გაიმყარა.”სიონი” უახლოეს მდევარ “ვიტ ჯორჯიასთან” ისევ სამ ქულიან სხვაობას ინარჩუნებს.
“სიონმა'” წინა ტურში ბათუმელები დაამარცხა და ზუგდიდთან მატჩს კარგ ხასიათზე შეხვდა. მასპინძლების რიგები, თბილისის “დინამოდან” 7:0 მარცხის შემდეგ, ბევრმა მოთამაშემ დატოვა, ამიტომ ზუგდიდელებმა მოედანზე დუბლშემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე გამოიყვანეს. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებს თავი არ დაუზოგავთ, ბევრი იბრძოლეს და ბევრი სახიფათო მომენტიც შექმნეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ძირითადად, ბურთი მოედნის ცენტრში ტრიალებდა.
პირველი ტაიმის მიწურულს ბოლნისელებმა მასპინძელთა კარის სიახლოვეს საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც დათა სიჭინავამ უხეიროდ შეასრულა. ამით ზუგდიდელთა ფეხბურთელმა კუკავამ ისარგებლა, კონტრშეტევაზე გაიქცა, მერლანმა კი ბავშვური შეცდომა დაუშვა და მეტოქეს გოლი აჩუქა. კარიდან დიდი მანძილით გამოსულმა მეკარემ, რომელსაც ძალიან მარტივად ფეხი უნდა დაერტყა ბურთზე და ხიფათი განემუხტა, ბურთს ფეხი ააცილა, კუკავამ კი მას გვერდით აუარა და ცარიელ კარში გოლის გატანა აღარ გასჭირვებია – 1:0.
აღნიშნულ ეპიზოდამდე, ბოლნისელთა ლეგიონერს, ლუის მედინას შეეძლო ანგარიშის გახსნა. პორტუგალიელმა ბურთი ბრძოლაში მოიპოვა, რთული პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი ბადეს გარედან მოარტყა.
რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ მასპინძლებსაც, თუმცა მიზანს ვეღარ უწიეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი ამ ანგარიშთ დასრულდა. მეორე ტაიმის საწყის წუთებშვე, ბოლნისელთა თავკაცმა ლადო ბურდულმა ცვლილება განახორციელა, სოსო ჭიკაიძის ნაცვლად მოედანზე ჯაბა უგულავა შემოიყვანა. ლადო ბურდულმა ცვლილება გამოიცნო, რამდენიმე წუთში, სწორედ უგულავამ გაათანაბრა ანგარიში.
ამის შემდეგ, ბოლნისელებმა უპირატესობა მთლიანად ხელთ იგდეს, რაც შედეგზეც აისახა. ჩვენმა გუნდმა ანგარიში 68–ე წუთზე გაზარდა. პორტუგალიელი თავდამსხმელის ლუის მედინას გატანილი გოლიდან სამ წუთში ჭანკოტაძემ „სიონს“ ორბურთიანი უპირატესობა მისცა და ფაქტობრივად, შეხვედრასაც წერტილი დაუსვა. ჭანკოტაძემ სტანდარტულიდან, ბურთი პირდაპირ კარში გადაგზავნა და ანგარიშიც გაასამა – 1:3
ბოლნისის “სიონი”, მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრას, “მიხეილ მესხზე” ლანჩხუთის “გურიას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზუგდიდი – სიონი 1:3 (0:0)


გოლი: კუკავა (41), უგულავა (49), ლუის მედინა (68), ჭანკოტაძე (71)
ზუგდიდი: ივარდავა, აკობია, რიგვავა (ბულია 76), მაჩაიძე, ქირია, ფარჯიკია (კობერიძე 80) წურწუმია, ლომია, ენდელაძე, კუკავა (თუთბერიძე 76), ეხვაია
სათადარიგოები: საბეკია, ჩანგელია, ახალაია, ლაშხია
მთ.მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
სიონი: მერლანი, გურეშიძე, გოგობერიშვილი, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე, ცხადაია, მიქაბერიძე (მოსემღვდლიშვილი 80), ჭანკოტაძე, სიჭინავა (საჯაია 74), ჭიკაიძე (უგულავა 46), ლუის ალბერტო მედინა
სათადარიგოები: ნასყიდაშვილი, ჯინჭარაშვილი, და სილვა ენდრიუ, ოთარაშვილი
მთ.მწვრთნელი: ლადო ბურდული
გაფრთხილება: მიქაბერიძე (11), ეხვაია (48), ენდელაძე (70), ცხადაია (79)
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.