ტურის ბოლო მატჩს “სიონი” “მიხეილ მესხზე” ჩაატარებს

მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას ბოლნისის “სიონი”  ლანჩხუთის “გურიას” წინააღმდეგ გამართავს. ბოლნისელებმა ბოლო ორი თამაში მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს, გამომდინარე აქედან, ისინი მორიგ მატჩს, წნეხის გარეშე,  კარგ ხასიათზე ხვდებიან. ლადო ბურდულის შეგირდებმა, შინ,  ბათუმელები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს, ხოლო სტუმრად, ზუგდიდელებს 1:3 სძლიეს.

მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში, გუნდები ერთმანეთს ნულოვანი ფრედ გაეყარნენ. 11-მეტრანის ნიშნულიდან გოლის გატანის შანსი ცხადაიას ჰქონდა, თუმცა მან შანსი ვერ გამოიყენა.

ხვალინდელ შეხვედრაში “სიონს”, დისკვალიფიკაციის გამო, გიორგი მიქაბერიძე დააკლდება. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს დაჩი ცნობილაძე.

სიონი – გურიას მატჩს ვადაჭკორია განსჯის, მას ერქვანია და ჭაავა დაეხმარებიან.

შეხვედრა, ხვალ, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე გაიმართება.

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.