26-ე ეროვნული ჩემპონატი “სიონმა” გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემიონატი დასრულდა. ლადო ბურდულის გაწვრთნილმა “სიონმა” 30 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილი დაიკავა.  

30-ე ტურის შეხვედრა, ბოლნისის “სიონმა” ლანჩხუთის “გურიას” წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

ბოლნისელებმა პირველი გოლი მე-10 წუთზე გაიტანეს, თავი დათა სიჭინავამ გამოიჩინა. ზუსტად 17 წუთში სტუმართა კარი გიორგი ჭანკოტაძემ აიღო – 2:0.

34-ე წუთზე დათა სიჭინავამ კიდევ ერთხელ აიღო სტუმართა კარი და მასპინძელთა უპირატესობა განამტკიცა. მიუხედავად დიდი სხვაობისა, შეხვედრის მეორე ტაიმში გურულები უკეთ გამოიყურებოდნენ, მერლანის კარში რამდენიმე სახიფათო დარტყმაც განახორციელეს,  მიზანს კი ორჯერ მიაღწიეს.

მეორე ტაიმში ბურდულის შეგირდები მოდუნდნენ და უპირატესობა დათმეს, რითაც გურულებმა ისარგებლეს და ბურთზე კონტროლი დააწესეს.

გურულებმა მერლანის კარი 72-ე წუთზე აიღეს. დაცვის შეცდომით თორნიკე მოსიაშვილმა ისარგებლა,  მანვე დუბლი  83-ე წუთზე შეასრულა – 3:2.

“სიონის” თავკაცმა, ლადო ბურდულმა პირველად ათამაშა მცველი გიორგი ოთარიშვილი, რომელიც მშვენივრად ჩაერთო თამაშში.

ბოლნისის “სიონი”, რომელიც გასულ წელს ევროპის ლიგაზე ასპარეზობდა, წელს რთული ჩემიონატი ჩაატარა.

პირველი წრის დასრუების შემდეგ, გუნდის 90%-ი გადახალსდა. გამოცდილი ფეხბურთელები, ახალგაზრდა მოთამაშეებმა შეცვალეს, რამაც გარკვულ წილად გუნდის წარუმატებელ გამოსვლებზე იმოქმედა. მუხედავად მძიმე სატურნირო მდგომარეობისა, ლადო  ბურდულის დარიგებულებმა პრინციპული მატჩების მოგება შეძლეს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს. მომდევნო სეზონში “სიონი” მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

ლუისი ტებიძეdachi

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.