კომპანია RMG ჯგუფის საჩუქარი ბოლნისის “სიონს”

კომპანია RMG-ი ჯგუფმა, ბოლნისის “სიონს”, 30 ცალი “ნაიკის” ფირმის ბურთი საჩუქრად გადასცა. საზეიმო გადაცემა, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მოხდა, რომელსაც ფეხბურთელები, ადგილობრივი მედია და გამგებლის მოადგილე, დავით შერაზაშილი ესწრებოდნენ.

“მინდა მადლობა გადავუხადო RMG-ი ჯგუფს ასეთი კარგი საჩუქრისთვის. მსგავსი დახმარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და კვლავაც გაგრძელდება. მომავალი სეზონისთვის პრაქტიკულად ერთი პრობლემა მოხსნილია, ახალ სეზონს ახალი ბურთებით დავიწყებთ, რაც ძალიან სასიხარულოა. გარდა ამისა, RMG-ი ჯგუფის დახმარებით, ამ ყველაფერს, ფორმაც შეემატება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული გუნდის კეთილდღეობისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლნისის “სიონს” ასეთი მეგობარი კომპანია ჰყავს, იმედია ჩვენი ურთიერთობა სამომავლოდაც გაგრძელდება”, – აღნიშნა “სიონის” გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა.lado burduli

mmm

“ბოლნისის “სიონს” კომპანია RMG ჯგუფმა 30 ცალი მაღალი ხარისხის „ნაიკის“ ფირმის ბურთები საჩუქრად გადასცა. კომპანია კლუბის დახმარებას აქტიურად გააგრძელებს. ჩვენთის მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის რეგიონში სპორტული და კულტურული წარმატებები, ამიტომ მათ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ. ახალ სეზონში, “სიონს”, წარმატებებს ვუსურვებ. ისეთ საპრიზო ადგილზე გასულიყვნენ, რომელიც მთლიანად ამ რეგიონის მცხოვრებლებს და მის გულშემატკივარს გაახარებს”, – განაცხადა კომპანია RMG ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა კარიჭაშვილმა.

davit svanidze

 

“ძალიან მნიშვნელოვანია კომპანია RMG ჯგუფის დახმარება ჩვენი კლუბისთვის, რისთვისაც მათ მადლობას გადავუხდი. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვისაც სტიმულია, როდესაც მსგავს მხარდაჭერას ვხედავთ”, – აღნიშნა გუნდის კაპიტანმა დავით სვანიძემ.

 

 

შეგახსენებთ, რომ კომპანია RMG-ი ჯგუფი ბოლნისის “სიონს” ერთხელ უკვე დაეხმარა. კომპანიამ კლუბს 50 000 ლარის ღირებულების ეკიპირება უყიდა.

sachuqarifexburtelebijaba ugulavamicxesastaviცჰანცჰიკა

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.