“ლელოს” ვერსიით, ლუის ალბერტო საქართველოს საუკეთესო ლეგიონერია

სპორტულმა გამოცემა “ლელომ”, 2014/2015 წლების საფეხბურთო სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა.

გაზეთის ვერსიით, ბოლნისის “სიონის” თავდამსხმელი, ლუის ალბერტო ვიეირა მედინა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა, წლის საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა. მან, “სიონის” მაისურით ხუთი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

თავად მედინა დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო, რადგან არდადეგებზე ესპანეთში იმყოფება. მის ნაცვლად, სპეციალური თასი კლუბის გენერალურ დირექტორს, ლადო ბურდულს გადაეცა.

ლუის ალბერტო ერთადერთი ფეხბურთელია “სიონიდან”, რომელიც გამოცემამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებში დაასახელა.

11311709_898730050192170_153140659_n 11311724_898730076858834_1465430736_n 11420075_898730056858836_1671983099_n 11424471_898730046858837_1103270950_o

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.