სტატისტიკური რანჟირების შედეგებით, ბოლნისის “სიონი” საქართველოში მესამეა და “ოქროს” კატეგორიაში

ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირმა, ბოლნისის “სიონი” სახელმწიფო რეიტინგების შემუშავების დასრულების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით, ტოპ-10 საწარმოს შორის, მესამე ადგილზე დაასახელა და “ოქროს” კატეგორიაში გაატარა.

ქვემო ქართლის რეგიონში კი, ჩვენი გუნდი ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს, რომელიც ასევე “ოქროს” კატეგორიაში გადის.

უწყებიდან, ამ წარმატების შესახებ ოფიციალური წერილი, კლუბის გენერალურ დირექტორს, ვლადიმერ ბურდულს დღეს გამოუგზავნეს.

“ოფიციალურად გატყობინებთ საქართველოს საწარმოების საყოველთაო სახელმწიფო რეიტინგების შემუშავების დასრულების შესახებ 2-13/2014 წლების შედეგების მიხედვით.

სტატისტიკური რანჟირების შედეგებით თქვენი საწარმო იმყოფება:

“3-ე” ადგილი (ოქრო) საქართველოს ტოპ-10 საწარმოს კრიტერიუმის – “ჯამური ადგილი” – მიხედვით;

“1-ე” ადგილი (ოქრო) ქვემო ქართლის ტოპ-3 საწარმოს შორის კრიტერიუმის – “მოგება/ზარალი”-მიხედვით.

მოცემული მაჩვენები ერთ-ერთი საუკეთესოა თქვენი საქმიანობის სფეროში და უნდა იქნას დადასტურებული შესაბამისი ღირსების ნიშნებით, რომელსაც მიიღებს დაჯილდოების ოფიციალურ პროგრამებში მონაწილეობის შემთხვევაში.

წერილის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში, გთხოვთ, მიმართოთ ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების საორგანიზაციო კომიტეტს და მიიღოთ სათანადო ჯილდოები, თქვენთვის და თქვენი საუკეთესო თანამშრომლებისთვის, აგრეთვე, თქვენი საწარმოს მარკეტინგულ-ეკონომიკური სტრატეგიის ლიდერის სიმბოლიკისა და სტატუსის გამოყენების უფლება”, – ნათქვამია წერილში.

აღნიშნული წარმატება შეაფასა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ლადო ბურდულმა:

“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენ გუნდს და აღვნიშნო, რომ ქვემო ქართლში, ჩვენი გუნდით დავიკავეთ პირველი ადგილი, საქართველოს მასშტაბით კი – მესამე. ორივე ეს ადგილი, ოქროს კატეგორიაშია. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა მენეჯმენტში. თან ეს ყველაფერი რომ საფეხბურთო კლუბში მოხდა, ორმაგად სასიხარულოა”.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.