“სიონმა” რამდენჯერმე ითხოვა საკუთარ მოედანზე თამაში და ახლაც პასუხის მოლოდინშია

ბოლნისის “სიონის” დიდი სურვილია გუნდმა საკუთარ ქალაქში ითამაშოს, რის გამოც “სიონის”  დირექტორმა  ლადო ბურდულმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტს  სამი წლის განმავლობაში რამდენიმე წერილი გაუგზავნა, რის საფუძველზეც,  ბოლნისში სპეციალური ჯგუფი ჩამოდიოდა, მათი დასკვნის საფუძველზე გუნდს არცერთხელ მიეცა საშუალება საკუთარ კედლებში ეთამაშა.

ახალი სეზონისთვის “სიონის” დირექტორმა  ლადო ბურდულმა საშეჯიბრო კომიტეტს  ერთხელ კიდევ  გაუგზავნა წერილი იმის საფუძველზე, რომ მოედნის საფარი საგრძნობლად გაუმჯობესდა და უსაფრთხოების ზომებიც დაცული იქნება.

უახლოეს პერიოდში იგეგმება საშეჯიბრო კომიტეტის ბოლნისში ჩამოსვლა რათა კიდევ ერთხელ იქნეს შესწავლილი მოედნის მდგომარეობა.

stadioni 1-1stadioni 1-2stadioni 1-2 stadioni 1-2 stadioni 5-1 stadioni 4-1 stadioni 3-1

stadioni 1-1

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.