ვარლამ კილასონია: “ჩემი სურვილია ამხანაგურებიც და კალენდარული თამაშებიც “სიონმა” საკუთარ კედლებში ჩაატაროს”

ბოლნისის “სიონმა” ახალი სეზონისთვის მზადება ერთი კვირის წინ, ახალი მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით დაიწყო. გუნდი თბილისში, “მერანის” სტადიონზე ვარჯიშობს. ჩემპიონატის დაწყებამდე, კილასონიას, ორი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი. 11 ივლისს “სიონი” ლანჩხუთის “გურიასთან” ისპარინგებს, ხოლო 16 ივლისს, უმაღლეს ლიგაში ახლად გადმობარგებულ “საბურთალოს” ეთამაშება.

“ამ ეტაპზე ერთჯერად ვარჯიშებს ვატარებთ. რა თქმა უნდა, სასურველია ორჯერადი ვარჯიშები, თუმცა ჯერჯერობით ამის პრობლემა. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ძალიან ბევრი ისინჯება. დღეს უკვე მეორედ მოვახერხეთ ერთმანეთში თამაში და აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, ბევრ ფეხბურთელს დავემშვიდობოთ, თუმცა ის ფეხბურთელები, რომლებიც გააგრძელებენ ვარჯიშს, ჯერჯერობით მათთანაც დასარეგულირებელია, როგორც სპორტული, ისე მატერიალური მხარე.
11 ივლისს ვეთამაშებით ამხანაგურს ლანჩხუთის “გურიას”, 16 ივლისს “საბურთალოს”. თუ საბურთალოსთან ვიცით, რომ უნდა ვითამაშოთ თბილისში, მათ მოედანზე. ლანჩხუთის “გურიასთან” ჯერ არ გადაგვიწყვეტია, გვაქვს სურვილი, რომ ბოლნისში ჩავატაროთ, თუმცა იქ მიმდინარეობს პატარა რემონტი, შეიძლება, ფეხბურთის ფედერაციიდან გამომდინარე, ნება არ დაგვრთონ, ამიტომ ამ ეტაპზე ზუტად არ ვიცით მოვახერხებთ თუ არა  ბოლნისში ამხანაგური მატჩის ჩატარებას. ჩემი სურვილია ამხანაგურებიც და კალენდარული თამაშებიც ბოლნისის “სიონმა” საკუთარ კედლებში ჩაატაროს”, – აღნიშნა ვარლამ კილასონიამ.

ვილი ისიანიგიორბლიძეგოგობერიშვილისოსო ჭიკაიძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.