დიმა ბოკერია: “გამგებლისგან ნამდვილი დაპირება მივიღე, რომ ეს ყველაფერი განხორციელდება”

ბოლნისის “სიონის” დირექტორის,  ლადო ბურდულის,  მიერ ფეხბურთის ფედერაცაში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონს, საშეჯიბრო კომიტეტის განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი ბოკერია ესტუმრა. კომისიამ ადგილზე შეისწავლა სტადიონზე არსებული მდგომარება.

ბოკერიას განცხადებით, მინდორი ამ ტაპზე დამაკმაყოფილებელია და თუ სტადიონის ხელმძღვანელობა თვის ბოლომდე დანარჩენი ხარვეზების გამოსწორებას  მოახერხებს, ბოლნისის “სიონი” ახალი სეზონიდან საკუთარ კედლებში ითამაშებს.

” როგორც ამ ქალაქისთვის და ბოლნისის “სიონისთვის”, ასევე ფეხბურთის ფედერაციისთვისაც, უმთავრესი პრიორიტეტია,  ყველა ქალაქს დაუბრუნდეს მისი გუნდი და არ ითამაშონ სხვა ქალაქებში. ძალიან მიხარია, რომ აქ ბევრი რამე კეთდება იმისათვის,  რომ ბოლნისის “სიონმა”  სახლში უმასპინძლოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს. ამ სტადიონის მთავარი პრობლემა იყო მინდორი, რომელიც ამ ეტაზე ნამდვილად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია.  ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებზე შევთანხმდით, რომელიც უნდა განახორციელოს აგვისტოს დასაწყისამდე, კლუბის, მუნიციპალიტეტის, და სტადიონის ხელმძღვანელობამ. არის რამდენიმე საკითხი, რაც გამოსწორებას საჭიროებს, ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ, ჩემპიონატის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე,  ვესტუმრებით ბოლნისს და უკვე იქ გადაწყდება , საბოლოოდ აქ ითამაშებს თუ არა ბოლნისის “სიონი”. ძალიან დიდი იმედი მაქვს და თავად გამგებლისგანაც, ნამდვილი დაპირება მივიღე, რომ ეს ყველაფერი განხორციელდება. ამ სეზონის მეორე წრისთვის, იმედი გვაქვს, რომ ახალი მინდორიც გვექნება. ბოლნისელ გულშემატკივარს ვუსურვებ, საკუთარი გუნდის ბევრი თამაში ენახოთ თავიანთ კედლებში და ვუსურვებ წარმატებებს”, – აღნიშნა ბოკერიამ.

საშეჯიბრო კომიტეტის განყოფილების ხელმძღვანელმა ბოლნისის გამგებლისგან დაპირება მიიღო, რომ ამჯერად, რეალურად გაკეთდება ყველაფერი, რათა გუნდმა საკუთარ ქალაქში შეძლოს თამაში.

” ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს გამოყოფილი 55 ათასი ლარი იმისათვის, რომ მოხდეს იმ შენიშვნების გათვალისწინება, რაც საშეჯიბრო კომიტეტს აქვს ამ სტადინის მიმართ. გვსურს, ქალაქში ფეხბურთი დაბრუნდეს, ამიტომ  რეალური ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ყველა ხარვეზი აღმოვფხვრათ, რომელიც  აქამდე უფლებას არ გვაძლევდა შინ ჩაგვეტარებინა თამაშები.  ვფიქრობ, რომ ახალი სეზონის დაწყებას “სიონი” ამ სტადიონზე მოახერხებს”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა. 

11128771_1182906128401505_2045602868_n 11721740_1182906155068169_1266636689_n 11721825_1182906145068170_1104617655_n 11739533_1182906135068171_862049523_n 11741687_1182906165068168_747049776_n 11748797_1182906645068120_1833761955_n 11749735_1182906151734836_547158770_n 11756526_1182906131734838_1512469825_n 11758892_1182906655068119_1191489001_n 11759399_1182906118401506_950175848_n 11759514_1182906141734837_756357512_n 11774290_1182906138401504_46523188_n 11774292_1182906161734835_1124530001_n 11774359_1182906648401453_978783167_n

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.