“სიონმა” ლუის მედინა ბათუმის “დინამოში” გაუშვა

ლუის ალბერტო ვიეირა მედინა ბათუმის “დინამოში” ითამაშებს.

კლუბსა და პორტუგალიელს შორის კონტრაქტს ხელი დღეს მოეწერა. 23 წლის თავდამსხმელი ბათუმელთა ღირსებას ერთი წლის განმავლობაში დაიცავს.

ბოლნისელთა მაისურით, ლუის მედინამ 6 გოლი გაიტანა. კლუბი ფეხბურთელს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს სპორტულ კარიერაში.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.