„სიონი“ შინ უგოლოდ დაბრუნდა

დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალურ დაპირისპირებაში, ბოლნისის „სიონმა“ შინ რუსთავის „რუსთავს“ უმასპინძლა.

ამ შეხვედრით, ბოლნისელები რამდენიმე-წლიანი პაუზის შემდეგ, შინ დაბრუნდნენ, თუმცა „თამაზ სტეფანიაზე“ ზეიმი არ შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ ვარლამ კილასონიას შეგირდები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს.

შეხვედრის საწყის წუთებშივე „სიონმა ხიფათი შქმნა.  გიორგი მიქაბერიძემ კარგი გადაცემა გაუკეთა შალამბერიძეს, რომელმაც საჯარიმოში ჩაკიდა, ვილი ისიანს კი მცველმა აჯობა, მიუხედავად ამისა, ბურთი მაინც მასპინძლებს დარჩათ, ამჯერად, რაზმაძემ ტატანაშვილს გადააწოდა, მაგრამ ფორვარდმა კარგად ვერ დაარტყა.

9-ე წუთძე კვლავ შალამბერიძე აქტიურობდა ფლანგიდან, ტატანაშვილმა ბურთი მიიღო, მეკარე გადაეღობა, თუმცა, დარტყმა მაინც მოახერხა. ბურთი კარს მცირედ აცდა.

ანგარიშის გახსნა, 13-ე წუთზე ლუკა რაზმაძეს შეეძლო. მატჩის მთავარმა არბიტრმა, რუსთაველთა საჯარიმოში ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. რაზმაძემ ლეგაშვილის მოტყუება სცადა, მაგრამ ბურთი მას გაარტყა და გუნდის წინ გასვლის შანსი ხელიდან გაუშვა. დამატებაზე ისევ რაზმაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ მას რუსთაველებმა აჯობეს.

კვლავ აქტიურობდნენ ბოლნისელები. ფოფხაძემ შორეული გადაცემა გაუკეთა შალამბერიძეს, რომელმაც კარგად მიიღო და მეკარისკენ დაიძრა. ლეგაშვილი არც ისე დამაჯერებელი იყო, მან ბურთი დაკარგა, შალამბერიძემ კი ტატანაშვილს დაუტოვა. ამ უკანასკნელმა, კარგად დაინახა წინ გამოსული მეკარე და თავზე ბურთის გადადგება დაუპირა, თუმცა შორი მანძილიდან ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.

ერთადერთი მომენტი ჰქონდა „რუსთავს ტაიმის მიწურულს. კილასონიას ძლიერი დარტყმული ძელს მოხვდა, გადმოვარდნილ ბურთზე კვლავ რუსთაველებმა იმარჯვეს და საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს.

ორი მომენტი ჰქონდა სიონს პირველი ტაიმის ამოწურვამდე, მაგრამ მიზანმა ვერცერთ შემთხვევაში უწია სასურველ შედეგს.

მეორე ტაიმიც ჩვენი გუნდის აქტიურობით დაიწყო. შალამბერიძემ კარგად მიიღო ბურთი ფლანგზე, თავადაც შეეძლო კარში დარტყმა, თუმცა გადაცემის გაკეთება ამჯობინა, რომელიც ტატანაშვილმა გაატარა, ბურთი კი ჭიკაიძემ მიიღო, რომელსაც კლასი დააკლდა იმისთვის, რომ ბურთი კარში მოეთავსებინა – „სიონმა“ 100%-იანი მომენტი გააფუჭა.

„სიონი“ უტევდა, მაგრამ ბურთი ბადეში ვერცერთხელ მოთავსდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გვერდითა არბიტრებმა, „სიონს“ 10-ზე მეტი თამაშგარე დაუფიქსირეს.

გატანის კარგი შანსი ჰქონდა სვანიძეს, რომელმაც ბურთი შალამბერიძის საჯარიმოს შემდეგ, ტატანაშვილისგან მიიღო. რუსთაველთა მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი და გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმის მიწურულისკენაც ჰქონდა შანსი „რუსთავს“, მაგრამ მიშველიძის შეგირდებმა ვერ ივარგეს.

განმეორებითი შეხვედრა 26 აგვისტოს, რუსთავში, „ფოლადის“ სტადიონზე გაიმართება.

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება

1/16 მატჩი

სიონი – რუსთავი

გუნდების შემადგენლობა:

სიონი: ნანიევი, სვანიძე, გიორბელიძე, ფოფხაძე, გაფრინდაშვილი (საჯაია 58’), რაზმაძე, ისიანი (ჭიკაიძე 69’), მიქაბერიძე (გოგობერიშვილი 61’), შალამბერიძე, ტატანაშვილი, მანჯგალაძე;

სათადარიგო: მერლანი, მოსემღვდლიშვილი, მესხი, მანაგაძე;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

რუსთავი: ლეგაშვილი, მინდორაშვილი, ბერუაშვილი, ბუზალაძე, სამადაშვილი, კილასონია, ლომიძე, ქალდანი (გუჯაბიძე 35’), ციცქიშვილი (გულია 46), მეტრეველი;

სათადარიგო: ქარდავა, ბერაძე, ბებია, პაქსაშვილი, შუბითიძე;

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიშველიძე

გაფრთხილება: გიორბელიძე, გულუა;

მატჩის მთავარი არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი

ასისტენტები: ზაზა მენთეშაშვილი, ალეკო აფციაური

სათადარიგო მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.