“კოლხეთი”-“სიონს” ლანჩხუთში დაუხვდება

27-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურს, ბოლნისის “სიონი”, ლანჩხუთში, ფოთის “კოლხეთის” წინააღმდეგ გამართავს.

იმის გამო, რომ ფოთში სტადიონი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, უკვე მეორე წელია, ფოთელები მეტოქეებს გურიაში მასპინძლობენ.

“სიონი” და “კოლხეთი” ერთმანეთს სულ 38-ჯერ დაუპირისპირდნენ. 12 მატჩი ბოლნისელებმა მოიგეს, 16 წააგეს, 10 კი ფრედ დაასრულეს. ბურთების შეფარდება  41/53-ზეა.

ბოლნისელებმა, ბოლოს, ფოთელებს, გასვლაზე გასული წლის 26 სექტემბერს მოუგეს, ანგარიშით – 1:0.

რაც შეეხება 22 აგვისტოს, ამ დღეს “სიონს” სულ სამჯერ უთამაშია – ერთი მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი.  სამივე ეს მატჩი ბოლნისელებმა შინ ჩაატარეს: მოგება 1998 წელს წყალტუბოს სამგურალთან 4-0 (გოლები: ჯაგიდისი-2, სამხარაძე, ქობელაშვილი); მარცხი – 1997 წელს თსუ (თბლისთან) 4-2 (გოლები: ისიანი, ტრაპაიძე);  ფრე – 2009 წელს ფრე 0-0 ზსტაფონის “ზესტაფონთან”.

საერთოდ – სეზონის მეორე ტურში: სულ 20 მატჩი; 9 მოგება, 2 ფრე, 9 წაგება. ბურთების შეფარდება: 22/24-ზე;

“სიონის” სტატისტიკა მოგვაწოდა, თბილისის “დინამოს” ყოფილმა სტატისტიკოსმა, კობა დალაქიშვილმა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით.

“კოლხეთი”-“სიონის” დაპირისპირებას გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მატჩი, “ევგრაფი შევარდნაძეზე” 17:00 საათზე დაიწყება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.