შალამბერიძემ „სიონს“ პირველი სამი ქულა მოუტანა

ბოლნისის „სიონმა“ 27-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი ისევ გურიაში, ამჯერად ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოიგო.

მინდვრის საფარი იმაზე ცუდ მდგომარეობაში იყო, ვიდრე პირველ თამაშზე, ამიტომ ორივე გუნდის ფეხბურთელებს ბურთის გაგორება უჭირდათ.

მატჩის საწყის წუთებშივე ვარლამ კილასონიას იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. 6-ე წუთზე გიორბელიძე დაამტვრიეს, მის ნაცვლად მოედანზე საჯაია გამოვიდა.

ჩვენი გუნდის საჯარიმოს სიახლოვეს, ბოლნისელებმა თამაშის წესები დაარღვიეს, საჯარიმო კოშკაძემ შეასრულა, მაგრამ ფოთელებმა სასურველ მიზანს ვერ უწიეს და ბურთი კარს გადააცილეს.

ფოთელების შეტევიდან ორ წუთში მომენტი შექმნეს ბოლნისელებმაც. ჩაკვეტაძე ტატანაშვილის წინააღმდეგ დაჯარიმდა, სტანდარტული შალამბერიძემ შეასრულა, თუმცა „კოლხეთმა“ მომენტი გაანეიტრალა.

თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. ისევ კოშკაძე ურტყამდა საჯარიმოს, მაგრამ კაკულია ბურთს ვერ შეწვდა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს „სიონი“ დაეუფლა და კონტრშეტევა წამოიწყო. კობა შალამბერიძე წესების დარღვევით კილასონიამ შეაჩერა, რისთვისაც ყვითელი ბარათი დაიმსახურა. ჯარიმას კუთხური მოჰყვა, გაფრინდაშვილი საჯარიმოში წააქციეს. მატჩის მთავარი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია, ახლოს იმყოფებოდა, ამიტომ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, თუმცა გვერდითა არბიტრმა მხოლოდ საჯარიმო დააფიქსირა. ბოლნისელებმა გვერდითის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, ვადაჭკორიამ კი პირვანდელი გადაწყვეტილება მიიღო ისევ. კობა შალამბერიძემ მეკარე სეფიაშვილი გააბითურა და ბურთი მის კარში ისე შეაგორა, ფოთელთა კარის კიპერმა, მხოლოდ თვალი გააყოლა მას.

გოლი გაიტანა დიმიტრი ტატანაშვილმაც, მაგრამ იმავე გვერდითმა ისევ თამაშგარე დააფიქსირა. „კოლხეთმა“ კონტრშეტევა წამოიწყო, ლემონჯავამ ბურთი ბადეს გარედან გაარტყა.

ტაიმის ბოლოსკენ, საკუთარი გუნდის შეტევა გოგობერიშვილმა წამოიწყო, რომელმაც ბურთი გაფრინდაშვილს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა იდეალური გადაცემა გაუკეთა შალამბერიძეს და მეკარესთან ერთი ერთზე დატოვა. იგივე გვერდითმა არბიტრმა კვლავ თამაშგარე დააფიქსირა.

ბოლნისელთა კარის ბადეს, ისევ გარიდან მოარტყა ბურთი ჯიშკარიანმაც, შალამბერიძის საჯარიმო კი ხელებში მიუვიდა სეფიაშვილს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, შალამბრიძე-ტატანაშვილი-გაფრინდაშვილის ლამაზი კომბინაციის შედეგად, გაფრინდაშვილი ურტყამდა, სეფიაშვილმა გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მომენტი ჰქონდათ მასპინძლებს. ქებურიამ ფლანგზე საჯაია მოატყუა და საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, ღონღაძემ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

მეორე ცვლილებაც კილასონიას იძულებით მოუხდა. ჯაფიაშვილის ნაცვლად, რომელსაც „სიონის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა, მოედანზე კობახიძე შემოვიდა, რომელიც ასევე „სიონის“ ახალწვეულია.  ფლანგზე კვლავ საჯაია მოატყუეს, ბურთმა ჩვენი გუნდის კარის ხაზს ჩაუვარდა, სიტუაცია „სიონის“ კაპიტანმა, დავით სვანიძემ განმუხტა.

ტატანაშვილს შეეძლო ულამაზესი გოლის გატანა. მისი უძლიერესი შორეული დარტყმული სეფიაშვილმა გაჭირვებით კუთხურზე მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.

მალევე, შალამბერიძის გადაცემით, მანჯგალაძე დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ვერ ივარგა და ბურთი ჩაწოლილ მეკარეს დაარტყა.

მატჩის ბოლო წუთზე ყვითელი ბარათი უხეშობისთვის რაზმაძემაც მიიღო, მერლანმა კი დამატებულ დროში – დროის გაყვანისთვის.

„სიონმა“ პირველი სამი ქულა მოიპოვა და ახლა ცხრილში 4 ქულით 4-ე ადგილს იკავებს.

მომდევნო შეხვედრას, “სიონი”, ბოლნისში, 30 აგვისტოს, “შუქურას” წინააღმდეგ გამართავს.

კოლხეთი-სიონი

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, ჯაფიაშვილი (კობახიძე 64’), გიორბელიძე (საჯაია6’), სვანიძე (მიქაბერიძე 75’), გოგობერიშვილი, რაზმაძე, შალამბერიძე, მანჯგალაძე, ტატანაშვილი;

სათადარიგო: ნანიევი, ისიანი, ჭიკაიძე, მანაგაძე;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა (კვარაცხელია 79’), გოგონაია, კოშკაძე, ჯიშკარიანი (პოლულიახი 48’), კაკულია, ქებურია, სიჭინავა (ღონღაძე 48’);

სათადარიგო: ძაგანია,  ინჯიბაშვილი, კაკულია თ. კალაჯიშვილი;

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

მატჩის მთავარი არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

ასისტენტები: დავით ჩიგოგიძე, დავით გაბისონია

სათადარიგო მსაჯი: ზვიად ტუღუში

გაფრთხილება: გოგობერიშვილი, კილასონია, რაზმაძე, მერლანი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.