ვარლამ კილასონია: “სიონი” ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იქნება”

27-ე ეროვნული ჩემპიონატი ბოლნისის “სიონმა” ერთი ფრედ და ერთი მოგებით დაიწყო. ვარლამ კილასონიას გუნდი, მეორე ტურში, ფოთის “კოლხთთან” გამარჯვების  შემდეგ (1:0), სატურინრო ცხრილში ოთხი ქულით მოთხე პოზიციაზეა.
ჩემპიონატის სტარტით “სიონის” მთავარი მწვრთნლი კმაყოფილია და ამბობს, რომ მისი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იქნება.
“ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატი კარგად დაიწყო და წუწუნი იმაზე, რომ შეკრება არ გაგვივლია აზრი არ აქვს. ბოლნისმა თავისი ბიუჯეტის მიუხედავად, კარგი ფეხბურთელების დამატება შეძლო – რაზმაძე, ტატანაშვილი, შალამბერიძე, მანჯგალაძე, ჯაფიაშვილი და სხვები. მათ ცოტა შეთამაშება აკლიათ, თუმცა ესეც მალე გამოსწორდება. ამ ეტაპზე ტრავმის გამო ვერ გვეხმარებიან, ვასაძე, გურეშიძე, უგულავა, და კილასონია. უნდა აღინიშნოს, რომ გუნდი ძალიან მეგობრულია.
რაც შეეხება “კოლხეთთან” თამაშს, მინდვრის საფარის მიუხედავად, კარგი თამაში გამოვიდა. კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების გარჯით. სამწუხაროდ, გიორბელიძემ, რომელიც ძალიან საჭირო ფეხბურთლია, ტრავმა მიიღო და შესაძლოა ის საქართველოს თასზე, “რუსთავთან” გამოგვაკლდეს”,- აღნიშნა კილასონიამ.
მომდევნო შეხვედრას, “სიონი”, ბოლნისში, 30 აგვისტოს, “შუქურას” წინააღმდეგ გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.