“სიონი” წარმატებულ სვლას აგრძელებს – პირველი ეტაპი გადალახულია

დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, ბოლნისის “სიონი”, რუსთავის “რუსთავს” “ფოლადზე” ესტუმრა და ფრე – 1:1 ეთამაშა, რაც “სიონისთვის” საკმარისი გამოდგა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

პირველი მატჩი, ბოლნისში, “სტეფანიას” სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც გუნდებმა მშრალი ანგარიშთ ითამაშეს.

“ფოლადის” სტადიონზე თამაში 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო, მიზეზი რეანომობილის დაგვიანება გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისელები მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და საგოლე მომენტებს ქმნიდნენ, გოლის გატანა ვერ მოახერხეს. შეხვედრაში ორივე გოლი, ბერუაშვილა გაიტანა. ჯერ სტუმართა, შემდეგ კი, საკუთარი გუნდის სასარგებლოდ.
მე-4 წუთზე ბოლნისელები მასპინძელთა საჯარიმოში თამშობდნენ, რა დროსაც მიქაბერიძემ კარში დაარტყა, რუსთაველთა მცველმა ბურთი თავით მოიგერია, მისი დარტყმული პირდაპირ კარში წავიდა – 0:1. ამ ეპიზოდის შემდეგ, კობახიძეს მალევე ჰქონდა შანსი ანგარიშის გაზრდის, მაგრამ მასპინძელთა მეკარემ ამის შანსი მოუსპო. ლეგაშვილმა ძლიერად დარტყმული ბურთი, გაჭირვებით კუთხურზე მოიგერია.
მე-13 წუთზე მარჯვენა ფლანგი გაარღვია მეტრეველმა, მარტო დარჩენილ ნანიევის კარის მიმართულებით დაარტყა, თუმცა დიდი მანძლით ააცილა. ამის შემდეგ, გაფრინდაშვილმა ითამაშა კარგად. მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე მეტოქეს გასცდა. მისი ძლიერად დარტყმული ბურთი, რუსთაველთა მცველმა, საჯარიმოსთან ახლოს, ხელით მოიგერია, ბოლნისელება სტანდარტული ვერ გამოიყენეს. ვარლამ კილასანიას შეგირდები შეტევას შეტევაზე ანხორციელებდნენ, თუმცა მიზანს ვერ აღწევდნენ.
პირვლი ტაიმის განმავლობაში რუსთაველებს ერთი ყველაზე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ. მასპინძებმა დაცვის შეცდომით ისარგებლეს, თუმცა ნანიევმა ითამაშა კარგად და მათ ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა.

ორი მომენტი ჰქონდა სიონს პირველი ტაიმის ამოწურვამდე, მაგრამ მიზანმა ვერცერთ შემთხვევაში უწია სასურველ შედეგს.

შეხვედრის მეორე ტაიმი მასპინძებმა აქტიურად დაიწყეს და სამი რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს. აქედან ნანიევი ერთხელ შეცდა, ორჯერ კი, დამაჯერებლად ითამაშა. რამდენიემე წუთის განმავლობაში რუსთაველები ბოლნისელთა ნახევარზე “დასახლდნენ”, რასაც შედეგი მოჰყვა, 53-ე წუთზე ბერუაშვილმა გაიტანა, ამჯერად სიონის კარში.

გაშვებული გოლის შემდეგ, ვარლამ კილასონიამ ცვლილებას მიმართა. მოედანზე შალამბერიძეს და ტატანაშვილს უხმო. მათი მოედანზე გამოსვლის შემდეგ, ბოლნისელებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და დარჩენილი დროის მანძილზე დომინირებდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს.
ბოლნისის “სიონი”, დავით ყიფიანის თასის მერვედფინალში ითამაშებს.

 

რუსთავი. ფოლადის სტადიონი. 26.08.2015
რუსთავი (რუსთავი) – სიონი (ბოლნისი)  1:1 (0:0)

გოლი: ბერუაშილი 4′ (ავტ) 0:1. 1:1 53′
გაფრთხილება: ჩიკვაიძე (ყვითელი) (წითელი) (რუსთავი), გაფრინდაშვილი (სიონი 71)

რუსთავი: ლეგაშილი, მინდორაშვილი, ჩიკვაიძე, ბერუაშილი, ბუზალაძე (სილაგაძე), საადაშვილი, კილასონია (კაპ), ლომიძე, ციცქიშილი (შუბითიძე), მეტრეველი, გუჯაბიძე.

სათადარიგო: ქარდავა, პაქსაშვილი, შუბითიძე, გულუა, ქალდანი, ჯიოშვილი
მთ. მწვრთნელი: გიორგი მიშველაძე

სიონი: ნანაიევი, ფოფხაძე, გოგობერიშილი (კაპ), რაზმაძე, მიქაბერიძე (მესხი), ჭიკაიძე (შალამბერიძე), მანაგაძე (ტატანაშვილი), საჯაია, გაფრნდაშვილი, კობახიძე, ვასაძე,
სათადარიგო: მერლანი, მოსემღვდილიშვილი, ტატანაშვილი, სვანიძე, მანგალაძე.

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

მსაჯები: გაგნიძე, ბერულავა, ელიკაშვილი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.