“სიონი” – “შუქურას” მატჩს სილაგავა განსჯის

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ბოლნისის “სიონი”, ეროვნული ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩს  საკუთარ კედლებში გამართავს. “სიონი”, “სტეფანიას” სახელობის სტადიონზე, ქობულეთის შუქურას დაუხვდება. როგორც იცით, ჩვენი მეტოქის ბანაკში, ახალი მთავარი მწვრთნელია, საკუთარი სურვილით წასული გელა სანაია, თემურ შალამბერიძემ ჩაანაცვლა. სწორედ, შალამბერიძე გამოიყვანს გუნდს, ბოლნისელთა წინააღმდეგ.

ურთიერთ შეხვედრებში, “სიონმა” ერთხელ ფრე – 1:1 (ტუღუში 2′, უგულავა 14′) ითამაშა, ხოლო ერთხელ  – 1:3 ( საჯაია 16′ – ლუიზინო 30′ პაულო ვიქტორი 43′,  პუკანუჩი 52′ ) დამარცხდა.

27-ე ეროვნული ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ, “სიონი” 4 ქულით მე-6 ადგილზეა, შუქურა კი, 3 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. მოგების შემთხვევაში, “სიონი” მესამე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

ხვალინდელ შეხვედრას სილაგავა განსჯის, მას თოდრია, ბერულავა, და ხარიტონაშვილი დაეხმარებიან.

გამომდინარე იქიდან, რომ “სიონი”,  პირველ საშინაო მატჩს საკუთარ კედლებში ატარებს, ამის თაობაზე,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ბოლნისს ესტუმრებიან.

“სიონი” – შუქურას” შეხვედრა, “თამაზ სტეფანიას” სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე გაიმართება. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.