ლევან კობიაშვილი “სიონის” მატჩს დაესწრო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი, დღეს ბოლნისში იმყოფებოდა.

ვეტერანი ფეხბურთელი “სიონისა” და “შუქურას” მატჩს თავის თანამოაზრეებთან ერთად დაესწრო. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, ხვალიდან, საპრეზიდენტო კამპანიაში ებმება, ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში, 4 საათზე, კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრაც იგეგმება.

ლევან კობიაშვილმა “სიონს” ბოლნისში დაბრუნება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ლევან კობიაშვილი:

“პირველ რიგში, მინდა ბოლნისის “სიონს” დღევანდელი გამარჯვება მივულოცო, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, ყველაზე მთავარი რაც არის, ისაა, რომ კლუბმა მოახერხა სამი წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე ეთამაშა. ეს, როგორც კლუბისთვისაა მნიშნელოვანი, ისე ქალაქისთვის, რეგიონისთვის საფეხბურთო სამყაროსთვის. იმედი მაქვს, დანარჩენ კლუბებსაც, რომელთაც მსგავსი პრობლემები ჰქონდათ წლების განმავლობაში, ისინიც უახლოეს მომავალში შეძლებენ საკუთარ მოედანზე თამაშს. მინდა, გულწრფელად ვუსურვო “სიონს” წარმატებები.

11923449_943274439071064_586337778_n 11926451_943274805737694_789447100_n 11933536_943273209071187_626588560_n 11938202_943273795737795_907110531_n 11938245_943273755737799_961898902_n 11938796_943273772404464_425843079_n 11938879_943273202404521_1302991948_n 11939119_943274799071028_671431977_n 11942251_943274339071074_1893958370_n 11944911_943273189071189_487254421_n 11949754_943272975737877_1408915417_n

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.