„სიონი“ სრული სვლით წინ!

ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი, ბოლნისის „სიონსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის, მასპინძელთა გამარჯვებით – 2:0 დასრულდა.

მასპინძელთათვის ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. სამ-წლიანი პაუზის შემდეგ, „სიონმა“ ეროვნული ჩემპიონატის მატჩი პირველად გამართა საკუთარ კედლებში და გულშემატკივრებიც გაახარა.

შეხვედრის პირველი ნაწილი მეტ-ნაკლებად მაღალ ტემპში წარიმართა. გუნდებმა რამდენიმეჯერ გაცვალეს სახიფათო მომენტები.

პირველი ტაიმის 3-ე წუთზევე, „შუქურას“ ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი ტატანაშვილის წაქცევისთვის მიიღო, თუმცა ჯარიმას ხიფათი არ მოჰყოლია. რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს სტუმრებმაც, ჯერ გეწაძე ცდილობდა ჩვენი გუნდის კარის დალაშქრას, რასაც კუთხური მოჰყვა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე მერლანმა ითამაშა.

მთლიანობაში, მირზა მერლანი დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან დამაჯერებლად ირჯებოდა და შეცდომა არ დაუშვია.

გატანა შეეძლო გოგობერიშვილსაც, რომლის შორეული დარტყმულიც, მცირე მანძილიც აცდა კარს. 29-ე წუთზე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა ვარლამ კილასონიას. ტრავმირებული გიული მანჯგალაძის ნაცვლად, მოედანზე გიორგი ვასაძე გამოვიდა.

პირველი ტაიმის მიწურულს, შალამბერიძის წაქცევისთვის, მატჩის მთავარმა არბიტრმა ცხოვრებოვი გააფრთხილა. საჯარიმო თავად შალამბერიძემ შეასრულა თუმცა ბურთი მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი სტუმართა იერიშით განახლდა. საჯაიას მიერ თამაშის წესების დარღვევას, საჯარიმო მოჰყვა. ჩელებაძის დარტყმული, მერლანმა მოიგერია. მომენტიდან ერთ წუთში, კვლავ საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს სტუმრებმა და ბურთის ბადეში მოთავსებაც მოახერხეს, თუმცა მანამდე რაზმაძეზე თამაშის წესები დაირღვა, ბურთი კი არ ჩაითვალა. ეს იყო და ეს. სრული უპირატესობა ბოლნისელებმა იგდეს ხელთ, რასაც ლოგიკური დასასრულიც მოჰყვა.

თამაშის გამწვავების მიზნით, კილასონიამ მოედნიდან გოგობერიშვილი გამოიყვანა, მის ნაცვლად კი უგულავა ჩართო, რომლის პირველი შეხება ბურთთან ყვითელი ბარათით დასრულდა.  შესანიშნავი მომენტი ჰქონდა სვანიძეს. სტანდარტული სიტუაციის გათამაშებისას, გაფრინდაშვილმა ბურთი სვანიძეს მისცა, რომლის უძლიერესი დარტყმული ძელს მოხვდა და ქობულეთელები გაშვებულ გოლს გადარჩნენ.

ტუმრებმა კონტრშეტევაზე ითამაშეს, მაგრამ მერლანი ისევ დამაჯერებელი იყო.

შალამბერიძის ნაცვლად, თამაშში 68-ე წუთზე, კობახიძე შემოვიდა მოედანზე, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცვლილებამ გაამართლა კიდეც.

69-ე წუთზე ტატანაშვილმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, შეცვლაზე შემოსულმა კობახიძემ კი ორამდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა.

სამი ტურის შემდეგ, „სიონს“ 7 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს ცხრილში. სულ კი, ბოლნისელებს ხუთი წაუგებელი შეხვედრა დაუგროვდათ.

მომდევნი ტურის შეხვედრას, კილასონიას გუნდი 12 სექეტემბერს, ქუთაისში, „საპოვნელას“  წინააღმდეგ გამართავს

სიონი-შუქურა 2:0

გუნდების შემადგენლობები:

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, გაფრინდაშვილი, საჯაია, სვანიძე, ჯაფიაშვილი, გოგობერიშვილი (უგულავა 58’), მანჯგალაძე (ვასაძე 29), რაზმაძე, შალამბერიძე, ტატანაშვილი;

სათადარიგო: ნანიევი, მიქაბერიძე, ჭიკაიძე, ისიანი;

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

შუქურა: ჯიოევი, ბაგაევი, ბაჯელიძე, ცხოვრებოვი, ჩალაძე (კოპალიანი 77’), წიქარიძე, თარხნიშვილი, გეგეჭკორი, გეწაძე (ურიდია 46), ჩელებაძე, ლობჯანიძე (ინგოროყვა 70’);

სათადარიგო: კაკალაძე, ტაკიძე, პუკანიჩი, დოლიძე;

მთავარი მწვრთნელი; ავთანდილ ნამგალაძე

გაფრთხილება: ბაჯელიძე, ცხოვრებოვი, საჯაია, უგულავა

გოლები: ტატანაშვილი, კობახიძე

მთავარი არბიტრი: ლევან სილაგავა
გვერდითი არბიტრები: თოდრია, ბერულავა

 

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.