მერლანი და სვანიძე მეხუთე ტურის სიმბოლურში

გაზეთ “ლელოს” მიერ შედგენილ მე–5 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ბოლნისელი ფეხბურთელი მოხვდა. გაზეთმა საუკეთესოებში, გუნდის კაპიტანი დავით სვანიძე და მეკარე მირზა მერლანი დაასახელა.
მერლანი და სვანიძე, ინტერნეტ–პორტალ goal.ge–ს მე–5 ტურის სიმბოლურშიც მოხვდნენ.

ბოლნისის “სიონმა”, საკუთარ არენაზე, თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. შეხვედრის 62–ე წუთზე ანგარიში დავით სვანიძემ გახსნა.
მირზა მერლანი მთელი თამაშის განმავლობაში უშეცდომოთ თამაშობდა. ერთ–ერთ ეპიზოდში, მან გუნდი გაშვებული გოლისგანაც იხსნა. მერლანმა ურთულესი ბურთის მოგერიება შეძლო.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.